ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასა და მომღერალ სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე ტელეკომპანია ,,ენ-ტე-ვე“-მ სიუჟეტი მოამზადა.
გამოძიებამ, სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია მალევე დააკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ადუაშვილის ოჯახი სოსო პავლიაშვილის დასჯას მოითხოვს.
პავლიაშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ თითქოს მკვლელობა მან დაუკვეთა. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მომღერალი ადუაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო და გარდაცვალებამდე მას თავისი წილის გატანა სურდა. თავად სოსო პავლიაშვილი კი ,,ენ-ტე-ვე”-სთან ინტერვიუში ყველანაირ ბიზნეს საქმიანობას კატეგორიულად უარყოფს.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მოკლული მეგობრის ოჯახს ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს.
,,ეჭვმიტანილი ამბობს, რომ მისი ცემა უნდოდა და არა მოკვლა. ამით ისარგებლა, ნათესავები გამოიყენა. ისინი გამოდიოდნენ და ამბობდნენ, თითქოს მე მაქვს ნავთობის, გაზის, ხორცის და ცემენტის ბიზნესი.
სინამდვილეში ბიზნესი არასდროს მქონია. ეს რომ სიმართლე იყოს, თვეში 25-26 კონცერტზე გამოსვლა დამჭირდებოდა? მათ ისე შემოაბრუნეს საქმე, თითქოს მათ მიმართ ვალდებული ვიყავი. იყო ბევრი ისეთი მომენტიც, როცა ჩემგან ფულსაც ითხოვდნენ,”-აცხადებს პავლიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






