მოსამართლეთა კლანი და მათი ლობისტები ხელისუფლებაში - "ქართულ ოცნებას კიდევ აქვს დრო, იფიქროს კონსტიტუციურ ცვლილებებზე"
პოზიცია - 18:37, 27 Dec, 2018     2046
ახალი დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ - მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურმა ტემპერატურამ პიკს მიაღწია.

რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების მიუღებლობის მოტივით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, მანამდე კი მისი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი გაათავისუფლა.

ბესელია ამბობს, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის იბრძვის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც მესამე სექტორი და საბჭოს არამოსამართლე წევრები კლანური მმართველობაში ადანაშაულებს. მაგალითად, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ "მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და სხვები მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ".

„ქართული ოცნების“ წევრებს დღეს არ დაუმალავთ, რომ სასამართლო სისტემაში მოკლათებულ ჯგუფს სწორედ ზარდიაშვილი ლობირებდა.

ასევე იხილეთ: "დიდი განხეთქილება „ოცნების“ უმრავლესობაში - „ეს კითხვა დაუსვით ზარდიაშვილს“

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეკა ბესელია ივანიშვილმა მოიშორა.

„ნიუპოსტი“ მეტი დეტალის გარკვევას კოსნტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილთან შეეცადა.

ექსპერტმა ჩვენთა საუბრისას არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმღლესი საბჭოს მიერ „ერთ ღამეში“ დაწერილი სია სწორედ ეკა ბესელიასთან და მის მოადგილე ზარდიაშვილთან ყოფილიყო შეთანხმებული. ხოლო, მესმე სექტორის, უმრავლესობის რიგი წევრებისა და საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, ისინი იძულებულები გახდნენ თანამდებობები დაეთმოთ.

"ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რაც იუსტიციის უზენაეს საბჭოში მოხდა და რაც სავალალოა - ერთ ღამეში გამოაცხო სია, რომელიც სასამართლოში მოკალათებულმა ჯგუფმა მიიღო. სამწუხაროდ, ამ ჯგუფს პოზიციები მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ახალი კონსტიტუციის მიღებით გაუმყარა.

შესაძლოა, "ქართული ოცნება" მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ჯგუფთან სამომავლოდ პრობლემები წარმოექმნებოდა, მაგრამ ჩვენ განხილვების დროს ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ამ გზით სიარული კარგს არაფერს მოიტანდა, რადგან ახალი კონსტიტუციით ყველაზე მეტ სარგებელს მოსამართლეთა ეს ჯგუფი იღებდა. მათ მართლმსაჯულებაში განიმტკიცეს პოზიციები, მიიღეს კონსტიტუციური გარანტიები, რომ ამ მოცემულობის შეცვლა პრაქტიკულად ვერ მოხდება. და თუ რამე შეიცვლება, ეს მათი მხრიდან გამოცხადებული იქნება, როგორც მთავარი კანონის დარღვევა, სასამართლო სისტემაზე თავდასხმა და ა.შ.

სანამ ეს კონსტიტუცია ძალაშია, ეს პროცესი ადვილად ვერ წარიმართება. ეს ჯგუფი ისევ სასამართლო სისტემაში რჩება. მათ პრეზიდენტის ფიცის დადებიდან სულ რამდენიმე დღეში, პოზიციების გამყარებაზე დაიწყეს ზრუნვა და შესაძლოა, ახალ წლამდე ჩვენ გვეხილა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელიც უმწიკვლო რეპუტაციის არ იქნებოდა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილმა.

კონსტიტუციონალისტი პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიის გამო დაწყებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საბედისწერო სიამ კონკრეტული მაღალჩინოსნების თანამდებობები შეიწირა და საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეთა კლანის ლობისტები დაასუსტა.

ალაფიშვილი არ გამორიცხავს რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სია პარლამენტში გადაგზავნამდე ეკა ბესელიასა და მის მოადგილე ვანო ზარდიაშვილთან ყოფილიყო შეთანხმებული.

"არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიახლე, თანამდებობების დატოვება არ არის კავშირში სწორედ ამ სიასთან. ჩემი ვარაუდით, მართლმსაჯულების სისტემაში მოკალათებული, დღეს უკვე გაძლიერებული დაჯგუფების საპარლამენტო ლობისტები სწორედ ისინი იყვნენ. სავარაუდოდ, კანდიდატთა სია სწორედ მათთან იყო გავლილი. კულუარები არ ვიცი, ვინ ვის რა უთხრა, მაგრამ საზოგადოების რეაქციის კვალობაზე უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი. ამან დაადასტურა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა შესაძლოა გავლილი ყოფილიყო კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ "ოცნების" მიერ გაძლიერებულმა ჯგუფმა, ბრძოლა წააგო. მათი სია შეჩერდა და პარლამენტში სავარაუდოდ მათ ლობისტებს პოზიციები სერიოზულად შესუსტდა"- განმარტავს ექსპერტი.

რაც შეეხება საკითხის გაზაფხულამდე შეჩერებას, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ სანამ კონსტიტუცია არ შეიცვლება, უპირატესობა მოსამართლეთა აღნიშნული ჯგუფის მხარეს იქნება.

"სისტემის შეცვლა, საკითხის გადავადებით წარმოუდგენელია. კი ბატონო, პარლამენტი უარეს შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ გადაგზავნილ სიას ჩააგდებს, თუმცა ინიცირების უფლება ისევ ამ ჯგუფს რჩება. ის მათთვის მისაღებ სხვა გვარს ჩაწერს სიაში. მართლმსაჯულების სისტემა იმდენად ჩაიკეტა, რომ აღნიშნული ჯგუფის გადაწყვეტილების წინაშე ყველა კონსტიტუციური ორგანო უძლურია. თუ ასე გაგრძელდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჯგუფი არამარტო სასამართლო სისტემას დასჯერდება, არამედ ამბიციები გაუჩნდება სისტემის მიღმა მიმდინარე პროცესების მართვის. მათ შორის საუბარია პოლიტიკურ ცხოვრების მართვის პროცესებზე.

შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" კიდევ აქვს დრო, იფიქროს კონსტიტუციურ ცვლილებებზე. თუ ეს გააჯანსაღებს სასამართლო სისტემას, არამგონია მას საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭიროს. ასეთ პროექტს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება.

ეს იქნება პირველი კარგი ნაბიჯი მძიმე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 2020 წლის არჩევნებამდე. ეს გადაწყვეტილება იმიჯისა და სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით კარგი იქნება ისევ "ქართული ოცნებისთვის". ის მართლმსაჯულების სისტემას გააუმჯობესებს, პოზიციებსაც გაიმყარებს და საზოგადოების მხარდაჭერასაც მოიპოვებს. ეს კარგი გზავნილი იქნება როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასე საზოგადოების მისამართით. პერსონალიების დონეზე ამ თემის დატოვების პირობებში სახელმწიფო ამ ბრძოლას ამ ჯგუფთან აუცილებლად წააგებს და ქვეყანა ამ ჯგუფის მძევალი აღმოჩნდება"- უთხრა "ნიუპოსტს" ლევან ალაფიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42