კურტანიძის თქმით, ბათუმში დაკავებული მოჭიდავე „წინა ხელისუფლების იდეოლოგიის“ მსხვერპლია
საზოგადოება - 19:31, 15 Sep, 2013     3309

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ბათუმში თავდასხმის დროს დაკავებულ ერთ-ერთ პირთან, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას „წინა ხელისუფლების იდეოლოგიის“ მსხვერპლს უწოდებს.

"წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, შეგნებულად წახალისებულმა პროცესებმა, ხელი შეუწყვეს საქართველოში იმ მიმდევრობას, რომელიც არც მუსულმანურ, არც ქრისტიანულ და არცერთ რელიგიას არ აძლევს სიმშვიდეს. პირიქით ხელს უწყობს აგრესიისა და შუღლის გაღვივებას სხვადასხვა ერებსა და რელიგიებს შორის. ამასთანავე, მეზობელ ქვეყნებთან დაძაბულ ურთიერთობას, რამაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგვცა ხელოვნურად შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა.

დღევანდელ რეალობაში, რომელიც გასული წლის 1 ოქტომბერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მთელმა ქვეყანამ მოიპოვა, გვიწევს ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში ურთიერთობების დალაგება - როგორც სხვადა სხვა ქვეყნებთან ასევე ქვეყნის შიგნით.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მთელი გულით განვიცდი იმას, რომ ახალგაზრდა, რომელსაც შესწევდა უნარი თავისი ქვეყნის სამსახურში და გამარჯვებებით გახარჯულიყო, მორიგი მსხვერპლია წინა ხელისუფლების იდეოლოგიის.

მაშინ, როდესაც აქ, ბუდაპეშტში, მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების გვერდით ვდგავარ და მათ ვგულშემატკივრობ, გაცილებით მეტად განვიცდი ფირუზ წულუკიძის მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ ვერ შევძელით მისთვის აგვერიდებინა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლების მას მცდარი იდეოლოგიით მოძღვრავდნენ. პირადად მქონდა ფირუზ წულუკიძესთან საუბარი და მცდელობა რომ დამერწმუნებინა, რომ ის ძვირფასია და ღირებული ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ქვეყნისთვის იმ საქმით რითაც მან მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.

შორს ვარ იმ დამოკიდებულებიდან, რომ ადამიანი წაიქცა და მას ყველამ ზურგი აქციოს. ფირუზ წულუკიძე ერთადერთი ადამიანი და ერთადერთი მსხვერპლი არ არის წინა ხელისუფლების იდეოლოგიის. ჩვენ, პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მწარე ფაქტი იყოს მაგალითი, რომელიც არ უნდა განმეორდეს და თუ კი ხელისუფლების მხრიდან მოხდება რაიმე სახის წახალისება, ეს უნდა იყოს ახალგაზრდების, მომავალი თაობის წახალისება ქვეყნის ერთიანობისთვის და გამარჯვებებისთვის", - ნათქვამია ლუკა კურტანიძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42