"ნუ ყველამ კი იპორტყიალა აქ მაღალ მოდაზე, მარა ბოლოს მაინც ვაიკიკში დარბიან საშოპინგოთ" - ავთანდილი, პლაგიატი და რეალობა
შოუ ბიზნესი - 13:13, 26 Dec, 2018     26791
ყველაზე წარმატებულ ქართველ დიზაინერზე, დემნა გვასალიაზე რომ ბევრს საუბრობენ, შევეჩვიეთ. მისი კოლექციები ქარბორბალასავით გადაუვლის ხოლმე მსოფლიო მედიას.


მორიგი შტურმი რამდენიმე დღის წინ მისდაუნებურად მოაწყო. როცა აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა დემნა გვასალიას შექმნილი კაბით წარდგა საკუთარ წიგნზე სასაუბროდ სარა ჯესიკა პარკერთან და სრულიად ინტერნეტი მოიცვა, ამ წინადადების ყველაზე ჭეშმარიტი გაგებით.

ყვითელკაბიანი მიშელ ობამას ფოტო იყო ყველგან, ინსტაგრამი, ტვიტერი, გუგლი, ყველა დიდი გამოცემა მიშელის „ბალენსიაგას“ ლუქზე წერდა. საუბარია, ბალენსიაგას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე წარგდენილ კაბაზე, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა და მიშელ ობამამ ექსკლუზიურად მოირგო.

ამ დროს, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთმა პირველმა და წამყვანმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია, პლაგიატში დაადანაშაულა.

„Isada vinc chemtan ver moascarit shezena am kabis 2017 shegizliat Balenciagashi sheirbinot am zapxuls me kvitelis gaketebas ar vgegmav (ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017, შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეირბინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ") - დაწერა ავთომ და თან საკუთარი ნამუშევრისა და „ბალენსიაგას“ კაბის ფოტოები გამოაქვეყნა შედარებისთვის.

აღნიშნულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის ქართველ მომხარებლებში. მართალია, ზოგიერთმა მსგავსება დაინახა, უმრავლესობამ კი ბევრი იცინა და სახალისო პოსტებიც „გამოცხვა.“

ბევრმა, მისი კოლექციების მსგავსება გაიხსენა სხვა ბრენდებთან. მაგალითად, თუკი დავაკვირდებით, Yves Saint Laurent-ისა და დევიდ კომას კოლექციები როგორც ჩანს, მისი შთაგონების წყარო იყო.


სან ლორანი F/W 2017 / ავთანდილი F/W 2017/


YSL By ANTHONY VACCARELLO / ავთანდილიF/W 2017



დავით კომახიძე 2010 / ავთანდილი 2012


Vetements by დემნა გვასალია 2017 / ავთანდილი 2018


Balenciaga by დემნა გვასალია 2017 / ავთანდილი 2018


ავთანდილის ფეისბუკზე ანიშნული პოსტი ამჟამად მიუწვდომელია.

მაგრამ, აქ მთავარი სხვა რამეა.

ბუნებრივია, აღნიშნულ თემაზე დისკუსია გაიმართა ყველაზე პოპულარულ და კომპეტენტურ მოდის ფეისბუკგვერდზე fashionholics online-ზე. ავთანდილ ცქვიტინიძის მიერ დემნა გვასალიას დადანაშაულების პოსტის ქვეშ უამრავი კომენტარი დაიწერა. კომენტარებს გამოეხმაურა თავად ავთანდილიც, რომელიც დასაწყისში ხუმრობის ტონით წერდა კომენტარებს, თუმცა ხანგრძლივი პასუხის-პასუხების შემდეგ, ყველას დაემშვიდობა კომენტარით, რომელიც შეუარცხმყოფელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის.

„აბა წარმატებები თქვენს გვერდს. ნუ ყველამ კი იპორტყიალა აქ მაღალ მოდაზე მარა ბოლოს მაინც ვაიკიკში დარბიან საშოპინგოთ. მადლობა“ - დაწერა ცქვიტინიძემ.

Well.

ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ სანამ ერი არ გამვდიდრდებით, სანამ ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსით საწყის პოზიციაზე არ აღმოვჩნდებით, სანამ გარდერობებს არმანი-დიორი-შანელი-პრადა და სხვა მაღალი დონის ბრენდების სამოსით არ შევავსებთ და „სანამ ვაიკიკში დავრბივართ საშოპინგოთ, მაღალ მოდაზე ვერ ვიპოტყიალებთ.“








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42