„ხელისუფლებამ, რომელიც კოლექტიურ მურუსიძეებთან გარიგებაში შედის, სისხლიან 9 წელზე საუბარი არ გაბედოს“ - გია ხუხაშვილი ივანიშვილს აფრთხილებს
პოზიცია - 17:10, 25 Dec, 2018     3707
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იუსტიციის უმაღლესის საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც გუშინ შერჩეული 10 დასახელებული კანდიდატი, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, უვადოდ განმწესდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

ყველაზე მეტი კითხვა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის მისამართით ისმის, რომელიც ამჟამად სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

მიხეილ ჩინჩალაძის გარდა, კანდიდატებს შორის არინ, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, მერაბ გაბინაშვილი, პაატა სილაგაძე. წარდგენილ კანდიდატებს შორის 2 საბჭოს მოქმედი წევრია, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმაურიან გადაწყვეტილებას ხუხაშვილმა თავდაპირველად სოციალურ ქსელში მწვავე შეფასება მისცა: "ცალ ხელში ბაზრის სასწორი, მეორეში ნაჯახი, თვალებზე შავი სათვალე. ასე წარმოუდგენია თემიდა იუსტიციის საბჭოს და რა ქნას. თანამედროვე სასამართლო ხელოვნება".

პოლიტოლოგი ხელისუფლებას ურჩევს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს, თორემ "ცუდად დაამთავრებს". მისივე განცხადებით, იმ ადამიანებზე, ვისზეც აქტიურად მიდის საუბარი სავარაუდოდ, კომპრომატები არსებობს.

"სისტემა მეტასტაზებივით არის მოდებული არამარტო სასამართლოში, არამედ სხვაგანაც. პრობლემა უკვე არა ამ კანდიდატებში, არამედ მთლიანად იუსტიციის უმღლეს საბჭოშია. იქ არის ბუდე, საიდანაც ხდება ამ გადაწყვეტილებების გენერირება. იუსტიციის სამინისტრო იქცა ავგიას თავლად, რომლის გაწმენდას ერთ-ორი ადამიანი ცდილობს, თუმცა, როგორც ჩანს, თავლას თავისი მფარველი ჰყავს, რომელიც ამ გახვეტის საშუალებას არ აძლევს.

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს არის ბოლო წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლების მორალურ უპირატესობაზე საუბარი ზედმეტი იქნება. ის არგუმენტი, რომ ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს მოქმედებაში ეს მიამიტ და ბრიყვ ადამიანებზე გათვლილი რიტორიკაა.

იმ ადამიანებზე, ვისზეც გამუდმებით არის საუბარი, სუს-ში აუცილებლად იარსებებს გარკვეული კომპრომატი და მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ამ კომპრომატის რეალიზების" - აცხადებს ხუხაშვილი თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

"ხელისუფლებას თუ ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ეს ქვეყანა რეალურად წინ წაიყვანოს და საბოლოოდ არ გახდეს ურჩხულის მძევალი, მას ჯერ კიდევ აქვს მექანიზმები, რომ ეს მანკიერება ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს ამ ქვეყანას. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკურ ვაქხანალიაში იღებდნენ მონაწილეობას და ადამიანებს ჩაქუჩს პირდაპირ თავში და ზურგში ურტყამდნენ. კონკრეტული ადამიანების ბედს წყვეტდნენ და ანადგურებდნენ. ამ ფონზე ხელისუფლება თუ ასეთი ტიპის გარიგებაზე წავა, ის, ან იმავე ადამიანების მძევალია, ან გარიგებაშია და მოწონს ეს ადამიანები"- აღნიშნავს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ მძევლობაში შეიძლება იგულისხმებოდეს ის რეზონანსული საქმეები, რომლებიც ამ მოსამართლეებს ხელისუფლების დაკვეთით აქვთ ნაკეთები.

"ისევე როგორც ხელისუფლებას, ამ ადამიანებსაც აქვთ კომპრომატი ხელისუფლების წინააღმდეგ. გარიგებას რაც შეეხება, შეიძლება მომავალში ჰპირდებიან რაღაცებს"- თქვა ექსპერტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებზე საუბრისას ხუხაშვილი ზოგიერთ მათგანს "ოდიოზურ ფიგურად" მოიხსენიებს, თუმცა მთავარ ვექტორს მაინც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ სვამს.

"პრობლემა არის იუსტიციის საბჭო - სანამდე უნდა ვუყუროთ კოლექტიურ მურუსიძეებს. თუ ხელისუფლება პრობლემას არ გადაწყვეტს, გამოდის, რომ ის ამ დიდი დანაშაულის თანამზრახველია. ამ შემთხვევაში უნდა ვისაუაბროთ იმაზე თუ საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში. ხელისუფლებამ, რომელიც ასეთ ადამიანებთან გარიგებაში შედის სისხლიან 9 წელზე საუბარი არ გაბედოს. დანაშაულის თანამონაწილე არ შეიძლება საუბრობდეს სხვის დანაშაულზე"- თქვა მან.

გია ხუხაშვილი თვლის, რომ მმართველობის ყველა შტოში კოლექტიური მურუსიძეები არსებობენ. ამ კონტექსტში პოლიტოლოგი ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.

"მურუსიძეები მეტასტაზებივით მოედნენ სახელმწიფო ქსოვილს - კოლექტიური მურუსიძე გახდა ამ სისტემის სახე. მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ფინანსურ საქმეში და ასე შემდეგ. დღეს გამოდის ფინანსთა მინისტრი და საერთოდ რას ლაპარაკობს?! აბსოლუტურად მოკლებულია კომუნიკაციის უნარებს. თავის სამყაროში ცხოვრობს და რაღაცას ლაპარაკობს. ამ ქვეყანაზე არ არის კაცი, რა უნდა? - როგორ შეიძლება მსგავსი ადამიანები მინისტრები იყვნენ?! რომელ დიასახლისზე საუბრობს? - იმაზე გადებული რომ არის და 5 შვილს რომ უვლის?"- განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ქვეყნის მძიმე ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მან ლიდერული თვისებები დაკარგა და "ჩვეულებრივი მოლარე გახდა".

"ის არიგებს სიკეთეებს ადამიანებზე, მეტი ფუნქცია მას აღარ ჰქონდა. ბოლოს ამ სამყაროშიც არ იყო და იმ რეალობის წინაშე დადგა, რაც მოხდა პირველ ტურში, რის შემდეგაც გარკვეული დაპირებებიც გასცა. მინდა, რომ ეს პირობა შეასრულოს, მაგრამ მინდა მას ვუთხრა, რომ სასამართლოს თემა არის ის წითელი ხაზი, რომელსაც თუ გადაკვეთს, ამით ყველაფერი დამთავრდება. ისტორია მას მიუჩენს ადგილს"- დასძინა ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42