სოფელ ილიაწმინდას მოსახლეობა სოფლისთვის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების დაბრუნებას ითხოვს.
ადგილობრივებმა დღეს აქცია ,,აგროვესტის“ კუთვნილ ტერიტორიაზე გამართეს და კომპანიის წარმოამდგენლებს მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს.
მათი განცხადებით, წლებია სოფელი სახნავსათესი მიწის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 2010წლის პრეზიდენტის 205-ე განკარგულებით სოფელში არსებული 1700-მდე ჰექტარი სასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ფართობი კომპანია ,,აგროვესტს“ გადაეცა. წელს კი აღნიშნული კომპანია არაბებმა შეისყიდეს.
მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას და მიწის ნაკვეთის სოფლის მცხოვრებლებზე გადანაწილებას სთხოვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ,,აგროვესტს“ მიწების დამუშავების საშუალებას არ მისცემენ.
ადგილობრივებს დღეს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, მისი განცხადებით, ,,აგროვესტი“ ამ ტერიტორიაზე ხორბლის მოყვანას გეგმავს და ადგილობრივების დასაქმებას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






