
„პრაიმერინფო“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე დავით მარტიაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, შსს-ს „რუსთავი2“-თან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცრუ ზარის გამო დაკავებული მისივე ძმა ამ სპექტაკლის მონაწილეა.
დავით მარტიაშვილი საქართველოს ახალ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ემიგრაციაში წავიდა. სამართალდამცავების მიერ ცრუ განგაშის ავტორად დაკავებული 39 წლის მამაკაცი კი მისი ძმაა. მარტიაშვილი აღნიშნულ ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს: შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებულია ანონიმური შეტყობინების ავტორი 39 წლის მამაკაცი. ემიგრაციაში მყოფი დავით მარტიაშვილი “პრაიმერი“ აქვეყნებს დავით მარტიაშვილის წერილს, რომელსაც „ნიუპოსტი“ სტილის დაცვით გთავაზობთ:
„ჩემი ცხოვრების ბოლო 5 წლის მანძილზე, მეორედ მომიწია წასვლა პოლიტიკურ დევნილობაში. ორი კვირაა მოთხოვნილი მაქვს პოლიტიკური თავშესაფარი პრინციპული მოსაზრებების გამო, რუსეთის ფედერაციაზე და მაგრად არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის და ვინ რა იარლიყს მომაკერებს, ყველამ მიხედეთ თქვენ საჯდომებს. გუშინ ტერორიზმის ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააპატიმრეს 39 წლის თადარიგის კაპიტანი ლევან მარტიაშვილი, მოტივაცია, „რუსთავი 2“- ში დევს ან ყუმბარა ან შამბარა.
რა უნდა ვთქვა, იმ დროს როდესაც მე დევნილობაში ვარ და კი არ ვიმალები, პირიქით პასუხს გთხოვთ და მოგთხოვთ, სხვა სამშობლოს ერთგულ პარტნიორებთან ერთად. ამ ფონზე ჩემი ძმა აკეთებს ამას და შესაშური სისწრაფით აპატიმრებთ და ისიც შესაშური სისწრაფით აღიარებს დანაშაულს. ვაი თქვენ პატრონს, მართლა ერთუჯრედიანები ხართ, ერთი და იგივე მერამდენედ უნდა მომიწყოთ, არც რო ცვლით ამ მეთოდებს? მე საჯაროდ ვაცხადებ კაპიტანი მარტიაშვილი თქვენს გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა.
ის მონაწილეა თქვენი დადგმული სპექტაკლის . იმდენად ნაძირლები ხართ რომ, თუკი ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟმა, შვილი გამოიყვანა მამის წინააღმდეგ, თქვენ უკვე მერამდენედ ძმას იყენებთ ძმის წინააღმდეგ, თანაც ერთი და იგივე სცენარებით, ასე იყო 2009-ში როდესაც პირველად წავედი დევნილობაში და ასეა ახლაც! რა გინდათ ბოლოს და ბოლოს გეკითხებით პირდაპირ? ცხოვრების 6 წელი წამართვით და დამარბენინებთ. დედა წამართვით ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, ოჯახი დამინგრიეთ და ძმა ძმის მტრად აქციეთ, რაღაც საცოდავი ინტერესების გამო, ყველაფერი წამართვით და საქართველოში ყველა კონსტიტუციური უფლება მომისპეთ, მკლავთ და ვერ ვკვდები, ეტყობა ჯერ არ დამდგარა ის დრო რისთვისაც დავიბადე და ღმერთს დიდება, მისი მფარველობით დავდივარ! მართლა მე თქვენი დედა…
რას ჩამაცივდით ამ ერთ ადამიანს, იმდენს იზამთ (ძალიან კარგად მიცნობთ და ისიც კარგად იცით რაზეც ვარ წამსვლელი) მართლა დავიწყებ რევოლუციაზე ფიქრს და არა მარტო , სხვაგვარად ვატყობ ჩვენი საშველი არ არის !!! ბედად გეძლევათ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისა და ხალხის მართვა და გამგეობა, თქვენ კი დახედეთ რას ჩადიხართ. დაგლიჯეთ, სისხლისგან დაცალეთ, გააღატაკეთ და ღირსება აყარეთ ხალხსაც და ქვეყანასაც. დღესაც ნაჭერ ნაჭერ ყიდით ქვეყანას და აუბედურებთ ისედაც გაუბედურებულ ხალხს, ჯოჯოხეთიდან მოსულები ხართ და ისევ იქ დაგაბრუნებენ თქვენ…
ვპროგნოზირებდი რომ არჩევნების შემდგომ ივანიშვილის ხელისუფლება სააკაშვილის გზით დაიწყებდა სვლას, მაგრამ ვხედავთ თქვენ უკვე ესეც ახდენილი ოცნება გაქვთ და რა საჭიროა 2 თვის კიდევ გამაზვა. თქვენ იცით მიდით! მაგრამ გახსოვდეთ ერთი, დღესაც ადგება ქვეყანა და მოგიწევთ იმ სასამართლოს წინაშე წარსდგომა სადაც დაზარალებული იქნება საქართველო და ბრალმდებელი ქართველი ხალხი !!!“.
ამავე დროს, „პრაიმერი“ წერს, რომ დავით მარტიაშვილმა ინტერვიუ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს მისცა და ეს ინტერვიუ გაზეთის სამშაბათის ნომერში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები






