მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0,5 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:18, 24 Dec, 2018     2329
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 0,5 პროცენტით. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2,5 პროცენტიანი კლებით, რამაც -0,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა 0,7 პროცენტით. ინდექსის შემცირება, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,4 პროცენტიანი კლებით, რაც -4,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასების 6,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც 3,23 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. გარდა ამისა, ფასების ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე (5,4 პროცენტი).

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2018 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42