"სოფიკომ ძალიან იწვალა, რაც ამ ავადმყოფობას მოჰყვება, ყველა ტკივილი გადაიტანა, ყოველი მისი გახსენება ჩემთვის ცრემლია" - ნიკუშა შენგელაია
სოც.მედია - 13:54, 24 Dec, 2018     1383

„სოფიკომ ძალიან იწვალა. რაც ამ ავადმყოფობას მოჰყვება, ყველა ტკივილი გადაიტანა. გარდაცვალებაზე არ საუბრობდა, სიცოცხლე უყვარდა, ბოლოს, როცა სიცოცხლის ხანმოკლეობის შეგრძნება გაუმძაფრდა, მითხრა – დრო ისე გაირბენს, ვერც კი გაიგებ, შენი საქმე აკეთე და ღმერთს მადლობა უთხარი, რომ მზეს ხედავო!

მე და დედა მეგობრები ვიყავით. მეუბნებოდა, რომ ჩემი საქმისთვის მეტი დრო დამეთმო, უყვარდა, როცა ერთად მივდიოდით კინოში, თეატრში. ახლა ვნანობ, რატომ უფრო ხშირად არ ვიყავი მის გვერდით. ძალიან ვნანობ, რომ არც ბებიაჩემი დამიხატავს და არც – დედა. როცა უახლოეს ადამიანებს ხედავ, ვერც კი წარმოიდგენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეიძლება გაქრნენ შენი ცხოვრებიდან.

დედა რომ გარდაიცვალა, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მას გაუხარდებოდა. აივნის წინ, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებდით, მის სახელზე ბროწეული დავრგე – იმ ბროწეულთან ვაბარებ ხოლმე პატაკს. სულ ვფიქრობ, ნეტავ თუ გრძნობს-მეთქი? დედა ხშირად მესიზმრება, იმდენად მძაფრი და რელურია ეს კონტაქტი, რომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს… მის მანქანას ნომრით – სოფ777, ჩემი შვილი, გიორგი ატარებს. პატრულის თანამშრომლებსა და „სტაიანშიკებს” ეს მანქანა კარგად ახსოვთ.

ახლა დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩავეხუტებოდი, ხელს აღარ გავუშვებდი, ბევრ იასამანს მივუტანდი, ვეტყოდი – ყველაფერს გადავდებ, ოღონდ აქ დარჩი, ოღონდ ერთად ვიყოთ-მეთქი! სულ მახსოვს და სანამ ჩემი გული ფეთქავს, სულ მემახსოვრება. ყოველი მისი გახსენება ჩემთვის ცრემლია. მისი არავითარი ნივთი თან არ დამაქვს, დედა გულში მყავს!” – ყვება მხატვარი ნიკუშა შენგელაია დედაზე, მსახიობ სოფიკო ჭიაურელზე.



წყარო: ჟურნალი "სარკე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42