პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
საზოგადოება - 21:09, 14 Sep, 2013     3251
პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” 2010 წელს დაიწყო პრეზიდენტის ინიციატივით და გულისხმობდა უცხოენოვანი მოხალისე პედაგოგების (ძირითადად, ინგლისურენოვანი) მასიური რაოდენობით ჩამოყვანას საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა კვლავ ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თუმცა, მოდიფიცირებული და გაურკვეველი სახით - მნიშვნელოვანწილად შემცირდა მოხალისეების რაოდენობა; უცნობია პროგრამის მიზანი და ამოცანა. ასევე, გაუგებარია, რატომ მოხდა ლოჯისტიკურად ურთულესი, მაგრამ უკვე აწყობილი და მოქმედი პროგრამის სრული გარდაქმნა და დაშლა ისე, რომ თანხები მოხალისეების ჩამოყვანას, მათ სკოლებსა და ოჯახებში განთავსებას კი არ ხმარდება, არამედ არსებული გაბერილი კადრების შენახვასა და შენარჩუნებაზე, მომატებულ ხელფასებსა და პრემიებზე იხარჯება.  “რეფორმატორთა კლუბის” მიზანია, გაამახვილოს ყურადღება შემდეგ ასპექტზე: პროგრამის ირგვლივ არ წყდებოდა და არ წყდება დავა იმის შესახებ, რა არის მნიშვნელოვანი - ხარისხი, თუ - რაოდენობა; უნდა შემცირდეს, თუ - არა პროგრამაში მოხალისეების რაოდენობა ისე რადიკალურად, როგორც ეს ხდება? გამართლებულია, თუ - არა ყოველ წელს 1000 უცხოელი მოხალისე პედაგოგი საქართველოში?

“ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” დაწყებას წინ უძღოდა საკმაოდ საინტერესო კვლევა საქართველოში ინგლისური ენის სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა ამერიკის საელჩოს დახმარებითა და ეგიდით 2010 წელს. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კუთხით საქართველოს საჯარო სკოლებში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო და საჭირო იყო ახალი მეთოდებისა და წიგნების შემოტანა სკოლებში; ასევე, პედაგოგების ინტენსიური გადამზადება.

ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ უცხო ენის სწავლების მთავარი ნაწილია მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარება ბავშვებში, რაშიც დიდ როლს თამაშობს როგორც პედაგოგი, ასევე ის დამხმარე საშუალებები, რომელსაც იგი იყენების გაკვეთილის დროს - აუდიო საშუალებები, დიალოგები, “ცოცხალ” ენასთან შეხება და ა.შ. სამწუხაროდ, 100-ობით ინგლისური ენის პედაგოგების გამოკითხვის შემდეგ, როგორც საქართველოს ქალაქებში, ისე - სოფლებში, აღმოჩნდა, რომ ისინი არ იყენებდნენ დამხმარე აუდიო და ვიდეო საშუალებებს და შემოიფარგლებოდნენ ინგლისური ენის სწავლების ძველი მეთოდებით, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ გრამატიკაზე, კითხვისა და წერითი უნარის (ისიც ზოგჯერ) განვითარებაზე. შედეგად, მოსწავლემ იცოდა ინგლისური ენის გრამატიკის უკვე დიდი ხნის მოძველებული წესები, ან რამდენიმე წინადადების დაზეპირება, ან უკეთეს შემთხვევაში, წერა, კითხვა, მაგრამ საუბარი უჭირდა და ვერც წინადადებებს აღიქვამდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის ხედვა მდგომარეობდა სწორედ ამ პრობლემის აღმოხვრაში: უცხოელი მოხალისე პედაგოგისა და ადგილობრივი ინგლისურის მასწავლებლის არსებობა ერთ სივრცეში ქმნიდა სწორედ იმ ინგლისურენოვან გარემოს, სადაც ისინი ერთმანეთს ავსებდნენ და მოსწავლე იღებდა საუკეთესო სწავლების მეთოდს. პროგრამის ანგარიშებიდან გამომდინარე, იმ მოხალისეს და ადგილობრივ პედაგოგს, რომლებიც მუშაობდნენ ერთად, წინასწარ გეგმავდნენ გაკვეთილს და საერთო ცოდნას იყენებდნენ, საუკეთესო შედეგები ქონდათ როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებში.

უცხოელი მოხალისე დიდ როლს თამაშობდა არა მხოლოდ მოსწავლის, ასევე მასწავლებლის ცხოვრებაშიც. სხვადასხვა კულტურის, ქვეყნის, განათლებისა და ჩვევების ადამიანებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თითოეული სკოლისა და ოჯახის ცხოვრებაში. გარდა ამისა, მშობელი, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე, იღებდა იმას, რომ მის შვილს ასწავლიდა ამერიკელი, ინგლისელი, ავსტრალიელი და ა.შ. პედაგოგი, რაშიც, სხვა შემთხვევაში, ფულს გადაიხდიდა შვილის საზღვარგარეთ გაგზავნისთვის.

ამის მისაღწევად კოლოსალური შრომა ჩაიდო მაშინდელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და პროგრამის თანამშრომლების მხრიდან, რომელიც მოიცავდა მოხალისეების მოძებნას მთელს ინგლისურენოვან სამყაროში; ამ სფეროში უკვე მომუშავე ორგანიზაციების დაინტერესებას, რომ სამხრეთ კორეის, ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთისა, თუ აღმოსავლეთ ევროპის გარდა, საქართველოში მოეზიდათ უცხოელი მოხალისეები; ამის შემდეგ მათ შერჩევასა და ჩამოყვანას; ადგილზე მომზადებას და ბოლოს, სკოლასა და მასპინძელ ოჯახში გაგზავნას. თუმცა, პროგრამის ფუნქცია-მოვალეობები ამით არ წყდებოდა და გრძელდებოდა სკოლის, ოჯახისა და მოხალისის მუდმივი უზრუნველყოფა, დახმარება და ინფორმირება. სამწუხაროა, რომ სამინისტრომ და პროგრამის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ გაწყვიტეს არსებული კავშირები, თითქმის არ ხდება პროგრამის მარკეტინგი, კონკტრაქტები არ გაუგრძელეს ძველ მოხალისეებს და შედეგად, მათი სასაცილო რაოდენობაღა დარჩა საქართველოში.

საქართველოში იმ დროისთვის 2000-ზე მეტი საჯარო სკოლა იყო, 1000 მოხალისის ჩამოყვანა გულისხმობდა სულ მცირე, სკოლების ნახევარი რაოდენობის დაფარვას როგორც ქალაქებში, ისე - სოფლებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ რაოდენობის მოხალისეების შენარჩუნება საქართველოს სკოლებში. “რეფორმატორთა კლუბის” აზრით, საქმის გაადვილების ნაცვლად, რაც ამჟამად ხდება პროგრამაში, საჭიროა აღდგეს ურთიერთობა რეკრუტირების ორგანიზაციებთან და გაგრძელდეს “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად პროგრამის” რეკლამა ინგლისურენოვან ქვეყნებში, რათა ისევ მასიურად განაწილდნენ მოხალისეები არა მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც იყვნენ, არამედ აითვისონ დარჩენელი სკოლებიც.

შეხედულება იმის შესახებ, რომ დედაქალაქში ან სხვა ქალაქებში არ არის მოხალისის სკოლაში შეყვანა საჭირო, ასევე, მცდარია და მიუთითებს იმაზე, რომ ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ან არ იცის, არ სურს, რომ დაინახოს ის ფაქტი, რომ ქალაქებში კვალიფიციური პედაგოგების ისეთივე დეფიციტია, როგორც სოფლებში. ამიტომ, მოხალისეების განაწილება მხოლოდ სოფლებში და ისიც გაურკვეველი გეგმით, პროგრამის განზრახ წარუმატებლობის მცდელობაზე მიუთითებს.

და ბოლოს, “რეფორმატორთა კლუბის” რეკომენდაციაა, გაგრძელდეს “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამა პირვანდელი სახით და არ მოხდეს მისი გაუქმება მხოლოდ იმიტომ, რომ ის “წინა ხელისუფლებას” ეკუთვნის. ეს იყო პროგრამა, რომელსაც რამდენიმე წამყვანმა უცხოურმა არხმა მართებულად უწოდა “ენობრივი რევოლუციის” მცდელობა; პროგრამა, რომლის საშუალებითაც უამრავი ადამიანი ეზიარა ქართულ კულტურას და მრავალმა ქვეყანამ გაიგო საქართველოს შესახებ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აშენებული ვანგრიოთ. საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და საქართველომ განაგრძოს წინსვლა მსგავსი ახალი და ბევრისმომცველი პროგრამების დახმარებით.

მაია ლიი
რეფორმატორთა კლუბი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42