"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი. მინდა საზოგადოებას შევახსენო თუ რა დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური . ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნებზე, სადაც ადგილი ქონდა ამომრჩევლის შანტაჟს, ამომრჩევლის მოსყიდვას, ცემა-ტყეპას, ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა უმკაცრესად და ძალიან ცუდად შეაფასეს. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ ვინ უნდა გახდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა, არანარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. მე , როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მივიღე გადაწყვეტილება ამ ფარსში არ მივიღო მონაწილეობა და შესაბამისად არ დავესწრო კომისიის სხდომას, რადგან ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს ვინ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე.“- განაცხადა დათო კირთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






