გვარამიას თქმით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ნადიმაშვილმა გვარამიას ხელი არ დაადო და არ თქვა, რომ ფულის გადარიცხვის პროცესს ეს უკანასკნელი მართვადა:
„დღეს თელასის ბუღალტერს მედეა ნადიმაშვილს ბრალი წაუყენეს სასამართლოსთვის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის. მიზეზი (არც დაუმალავთ) - რატომ არ დაადე ხელი გვარამიას და არ თქვი რომ ის მართავდა ფულის გადარიცხვის პროცესს.
1. არ ვმართავდი
2. რომც მემართა, ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება კანონს და არც არაფერს ამტკიცებს
3. ნადიმაშვილმა (რომელიც ბრალდების მოწმეა და არა ჩვენი), რაც გამოძიებას უთხრა, ზუსტად ის გაიმეორა სასამართლოში.
ასე რომ, ბრალდება სრული სისულელეა და მოგონილი. რეალურად კი მოწმეების "დაკაჩავება" დაიწყო და ფინანსურის და პროკურატურის შემდეგ, უკვე შსს-ც ჩაერთო ჩვენს საქმეში.
ხიდაშელის ისტერიკის და მაუწყებლობის შესახებ კანონში კატასტროფიული ცვლილებების ლოგიკური გაგრძელებაა.
მგონი ნამეტანი მოგივიდათ, ამხანაგებო!“, - წერს გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






