ყოფილი პრემიერი, ეკლესიის მეთაური, ცნობილი ბიზნესმენი - ლატვიაში KГБ-ს არქივები გახსნეს
მსოფლიო - 17:05, 23 Dec, 2018     5373

რამდენიმე დღის წინ ლატვიაში KГБ-ს არქივები გახსნეს. მონაცემები ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურის კართოთეკაში 10 ათასზე მეტი გვარია შეტანილი. მათი უმრავლესობა 80-იანი წლებითაა დათარიღებული.

აქ არის აგენტების, რეზიდენტებისა და საიდუმლო შეხვედრის ადგილების მისამართები.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი დღეს აქტიურ პოლიტიკაშია, ცნობილი ბიზნესმენი თუ საზოგადო მოღვაწეა.


ერთერთი მათგანი ბიზნესმენი ვალერი ბელოკონია.

კართოტეკაში არის საბუთი 1960 წელს დაბადებულ ვალერი ბელოკონზე, ფსევდონიმით "მიაჩიკოვი", აგენტზე, რომელიც გაზეთ "საბჭოთა ახალგაზრდობა"-ში (Советская молодежь) მუშაობდა.

ეს მონაცემები სრულად ემთხვევა ცნობილ ბიზნესმენ ვალერი ბელოკონს, რომელიც Baltic International Bank-ის ანამფლობელი და ბრიტანული საფეხბურთო კლუბ "ბლექპულის" მეპატრონეა.

გარდა ბანკისა, ბელოკონი ფლობს რამდენიმე მედიასაშუალებას, უძრავი ქონებისა და საინვესტიციო კომპანიებს. მხარს უჭერს რამდენიმე პოლიტიკურ პარტაის ლატვიაში, მათ შორის "ახალ დროებას", რომელიც ხელისუფლებაშ იყო 2002-2004 წლებში. ამ პარტიის წევრი ვალდის დომბროვსკისი შემდგომში ევროკომისარი გახდა.

Baltic International Bank-ში ამ ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთბენ.

მიტროპოლიტი ალექსანდრე - ფსევდონიმი "მკითხველი".

ამავე არქივში აღმოჩნდა საბუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარზე 1939 წელს დაბადებულ ალექსანდრე ივანეს ძე კუდრიაშოვზე. საბუთში მოცემული მონაცემნები ემთხვევა რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტის ალექსანდრეს მონაცემებს. მან უშიშროებასთან თანამშრომლობა 1982 წელს დაიწყო ფსევდონიმთ "მკითხველი".

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივარ გოდმანისი - ფსევდონიმი "პუგულისი"

არქივში არის ბარათი ივარ გოდმანისზე, მყარი სხეულების ფიუზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელზე, რომლის მონაცემებიც ლატვიის ყოფილი პრემიერ მინიტრის მონაცემებს ემთხვევა. საინტერესოა, რომ მან KГБ-სთან თანამშრომლობა 1988 წელს დაიწყო.

ივარ გოდმანისი პოლიტიკაში 1990 წელს ჩაერთო. იყო ლატვიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელმაც ამავე წელს ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია მიიღო. 1991-93 წლებში იგი მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. 1998 წელს იგი ლატვიის სეიმის წევრი, ხოლო შემდეგ ფინანსთა მინისტრი გახდა (1998-99), ხოლო 2006-7 წლებში - შინაგან საქმეთა მინისტრი. 2007-2009 წლებში იგი პრემიერ მინისტრი იყო, თუმცა, სოციალ-ეკონომიკური კრიზისის გამო გადადგომა მოუწია. გოდმანისი ასევე ევროპარლამენტის წევრადაც აირჩიეს. მას ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - "სამი ვარსკვლავის ორდენიც გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42