1985 წლით დათარიღებული დოკუმენტი ეკუთვნის საშუალო რანგის ოფიცერს, ვლადიმირ პუტინს, რომელიც იმ დროს, რომელიც იმ დროს KГБ-ს დავალებით იმყოფებოდა გერმანიაში, დრეზდენში, როგორც საბჭოთა და გერმანული უშიშროების სამსახურის მაკავშირებელი რგოლი.
ჩნდება კითხვა, რაში სჭირდებოდა მას შტაზის საბუთი?
გერმანიის უშიშროების სამსახურები ვარაუდობენ, რომ ამ პირადობის მოწმობის საშუალებით საბჭოთა აგენტს სრული დაშვება ექნებოდა შტაზის ობიექტებსა თუ მასალებზე. ამიტომ, მოწმობის არსებობა არ ნიშნავს, რომ პუტინი შტაზიში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ პუტინი აღმოსავლეთ გერმანიაში 1985 წლიდან იმყოფებოდა და იქიდან ბერლინის კედლის დაცემის პერიოდში წამოვიდა.
ამ ფაქტში პუტინის პრესმდივანი ცუდს ვერაფერს ხედავს - "საბჭოთა კავშირის დროს КГБ და შტაზი პარტნიორები იყვნენ და არ არის გამორიცხული ასეთი მოწმობა ნამდვლიად რომ ყოფილიყო გაცემული," - აცხადებს ის.

მასალის გამოყენების პირობები






