გზის მშენებლობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მოინახულა.
"ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული გზაა ჩვენთვის, რადგან კონფლიქტისპირა ტერიტორიას წარმოადგენს. აქ ისტორიული სოფლებია, რომლის მოსახლეობას, უგზოობის გამო, წლების განმავლობაში უჭირდა გადაადგილება და საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანა. ახლა ეს პრობლემა მოიხსება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, გზის გარდა, აქ დამაკავშირებელი კომუნიკაციებიც კეთდება, კეთდება სკოლასთან მისასვლელი გზაც. დამატებით, უნდა გაკეთდეს, ასევე, საბავშვო ბაღთან და სოფლის ამბულატორიასთან მისასვლელი გზა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა. ჩვენ ვიხილავთ მათ მიერ დამატებით წარმოდგენილ საჭიროებებს. ვფიქრობ, ეს საკითხიც, ასევე, დროულად გადაიჭრება", - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






