ეს რჩევა სანიმუშო მსესხებელსაც ეხება, რომელიც ვალდებულებას კეთილსინდისიერად ისტუმრებს და 1 დღის ვადაგადაცილებაც არ ჰქონია.
საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობის და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე მერყეობს. როგორც იცით, „კრედირტინფომ” ცვლადები ახლახანს განაახლა, რის მიხედვითაც ამ და სხვა მახასიათებლებით მსესხებლის რეიტინგი დგება.
საკრედიტო ისტორია არსებულ და დახურულ სესხებზე შეიცავს ინფორმაციას და საკრედიტო რეპორტის შემადგენელია. ასევეა გადახდების ისტორია და ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებული ინფორმაციაც. რეპორტი გარკვეულ პირად მონაცემებსაც შეიცავს. საკრედიტო რეპორტი გამოიყენება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა საკრედიტო ორგანიზაციის (ყველა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ მსესხებლების, სადისტრიბუციო კომპანიების, დეველოპერული კომპანიების, სადაზღვეო კომპანიების) მიერ.
ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც სარეიტინგო ქულას არ აკლებს, მხოლოდ საკუთარი საკრედიტო ისტორიის გადამოწმებაა კრედიტინფოს ბაზაში.
ასევე ყურადღებამისაქცევია ამა თუ იმ ბანკთან სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისას დაწყებული მსესხებლის მონიტორინგის დასრულება. ზოგჯერ ბანკის (ძირითადად, მიკროსაფინანსო ბაზრიდან საბანკო სექტორში გადასულ გამოუცდელ ბანკებს ეხება კრედო, ფინკა…) დაუდევრობის, ან მსესხებლის ნაკლებად მობილიზების გამო მონიტორინგი დაუსრულებული რჩება, რაც ავტომატიზებული სისტემისთვის სესხის ან განვადების „დაუარების“ საფუძველი ხდება.
უიმედოდან ნაკლებად საიმედოს ბაზაში გადასულ ვალგანულებულ მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის შექმნა დასჭირდება. რაც მეტია ქულა, მით მეტია ალბათობა რომ სესხს საუკეთესო პირობებით აიღებთ.
ამრიგად, საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ საკრედიტო რეიტინგზე ზრუნვა. კრედიტინფოს საკრედიტო ქულა დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს საკრედიტო რეპორტშია მოცემული.
მაღალი საკრედიტო ქულის შენარჩუნებისთვის , რათა საკრედიტო პროფილი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს, საჭიროა:
დაიწყეთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის შექმნა – როგორც კი საკრედიტო რეპორტში ჩნდება თუნდაც ერთი სესხი, უკვე შესაძლებელია საკრედიტო ქულის გამოანგარიშება;
აიღეთ სესხები -თუნდაც ძალიან მცირე, რომ შეიქმნას მინიმალური საკრედიტო ინფორმაცია;
ეცადეთ, არ დაარღვიოთ გადახდის პირობები, ნებისმიერი ვადაგადაცილება მოხვდება საკრედიტო რეპორტში და ნეგატიურ გავლენას იქონიებს თქვენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე;
არ დაუშვათ საკრედიტო რეპორტში 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე სესხების არსებობა. გახსოვდეთ, ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია თქვენს რეპორტში სესხის დახურვიდან 5 წლის მანძილზე რჩება;
დაიცავით თქვენი საკრედიტო ინფორმაცია. არ დაუშვათ მასში თქვენთვის უცნობი ჩანაწერების ან არასწორი ინფორმაციის არსებობა.
წყარო: ბანკები და ფინანსები.
მასალის გამოყენების პირობები






