საქსტატმა გენდერული სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:31, 21 Dec, 2018     7826
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - გენდერული სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

ახალი პროდუქტი ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გააცნო. მისი განცხადებით, გენდერული სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია გენდერულ ჭრილში.

გენდერული სტატისტიკის პორტალი საქსტატში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პორტალი მოიცავს თორმეტ მიმართულებას, როგორიცაა, მოსახლეობა, განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება/უმუშევრობა, სამართალდარღვევები და სხვა.

დღევანდელ ღონისძიებაზე საქსტატმა მომხმარებელს გენდერული სტატისტიკის მიმართულებით კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა - კერძოდ, სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში 2018“. ეს არის რიგით მე-10 კრებული, რომელსაც საქსტატი 1999 წლიდან რეგულარულად ავრცელებს.

გამართულ პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გენდერული სტატისტიკის პორტალი საქსტატის ვებ-გვერდზე (www.geostat.ge) განთავსდა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42