"თვით თალიბები ვერ რისკავენ ამ სოფლებში შესვლას" - ქართულმა ბატალიონმა ავღანეთში ქართული სოფლები აღმოაჩინა
სოც.მედია - 12:07, 21 Dec, 2018     26886
სოციალურ ქსელში ირაკლი ბითაძე ავღანეთში შესაძლო ქართულ სოფლებზე წერს.

"31-ე ბატალიონმა ავღანეთიდან ჩამოიტანა საინტერესო სიახლე - იქ, ქვეყნის სამხრეთში, ჰელმენდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისაგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის დამპყრობის, ქართველი მეფის, გიორგის შთამომავლებად. გიორგი მოუწამლავთ მაშინ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქ დარჩენილა. ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელი არსებობს. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ჩვენებს უყვებოდნენ ამ ”გურჯების”შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები - და დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ნეიტრალიტეტი. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან... ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუნთა ენაზე მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან მათგან, ისინი უფრო ღია ფერის არიან და ფერადი თვალები აქვთ - ძირითადათ ცისფერი. ისინი იფიცებიან, რომ არიან გურჯები, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და მათი წინაპართა გვარები - როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები,დაღუნდარიძეები და კარგაძეები ყოფილა ... აი, ასეთია ეს ისტორია. საქმე ის გახლავთ, რომ ჯარისკაცები ხომ ვერ წაიყვანდნენ საქართველოდან თავიანთ ქართველ ქალებს და იქ დარჩენილნი, ქორწინდებოდნენ პუშტუნელ ქალებზე. შემდეგ მათი შვილებიც ასევე და თანდათან იკარგებოდა წმინდა ქართული გენეტიკა,მაგრამ მიუხედავათ განვლილი საუკუნეებისა გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან" -





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42