20 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმში სამხედრო შეიარაღების გაძლიერების საკითხს შეეხო.
"2014 წელს ხალხმა ხმა მისცა ყირიმის რუსეთთან შეერთებას. ამის შემდეგ ის რუსეთის შემადგენელი ნაწილია. რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე ჩვენ ვაშენებთ სამხედრო პოლიტიკას და ინფრასტრუქტურას, მათ შორის ყირიმშიც. არაფერს ზედმეტს ჩვენ არ გავაკეთებთ, მაგრამ ვუზრუნველყოფთ იმას, რაც საჭიროა.
რაც შეეხება აზოვის ზღვას, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ყირიმთან კავშირისთვის ჩვენ ავაშენებთ ხიდს. ავაშენეთ ენერგოხიდი, ელექტროსადგური, გზატკეცილი "ტავრიდა", ანუ ჩვენ პირველ რიგში სამოქალაქო კომპონენტს ვაძლიერებთ," - განაცხადა პუტინმა და ქერჩის ინციდენტს უკრაინული პროვოკაცია უწოდა.
"ევრონიუსის" კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი, რომ აზოვის ზღვა საკუთარ ზღვად გამოაცხადოს, პუტინმა უარყოფითად უპასუხა.
"არსებობს 2003 წლის შეთანხმება, რომ სანაპირო ზოლი - 5 კილომეტრი, ორ სახელმწიფოს რუსეთიისა და უკრაინის ტერიტორიული წყლებია, სხვა დანარჩენი - საერთო ზღვაა. თქვენი არხი - "ევრონიუსი" არაფერს ჭიკჭიკებს იმ ფაქტზე, რომ ამ საერთო ზღვაში რუს მეთევზეებს იჭერენ," - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






