„ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა მისი ნება გამოხატა, ამის დამადასტურებელი ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს, ჩვენთვის პროკურატურიდან არავის მოუმართავს, თორემ აუცილებლად დავეხმარებოდით იმის გარკვევაში, რომ ეს ყველაფერი მამა ნიკოლოზმა თავისი ნებით განახორციელა, 11 საათის განმავლობაში ჰყავდათ პროკურატურაში, უცხადებდნენ, რომ 7 თანამშრომელი იქნებოდა დაკავებული და მათი ოჯახის ტკივილი ამ ადამიანის კისერზე იქნებოდა და სწორედ აქედან გამომდინარე მიაცემინეს ის ჩვენება რაც მათ სურდათ. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ყველაფრად უღირს ერთი რამ, რომ ბაჩო ახალაიას კიდევ რაიმე ბრალი წაუყენოს, სამწუხაროდ მათთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვისაც, მიდიან აბსოლუტურად ყველაფერზე“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ სასჯელაღსრულების #10-ე დაწესებულების ყოფილი უფროსისა და ამჟამად მღვდელის, თემურ ტაბაღუას დაკითხვისას, კანონდარღვევის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება შეწყვიტა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაბაღუას დაკითხვა კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






