საქართველოს ბანკი ინოვაციური QR გადახდების შემდეგ QR განვადებას ნერგავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:32, 20 Dec, 2018     2503

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მომხმარებელს სრულიად ახალ, მარტივ და სწრაფ მეთოდს - QR განვადებას სთავაზობს. QR განვადება საქართველოს ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის განვადების ქსელში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციებიდან სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდის დასკანერებით შეიძინოს. მომხმარებელმა მობილბანკის აპლიკაციით მხოლოდ უნდა დაასკანეროს მაღაზიაში არსებული QR კოდი, გადახდის დადასტურებისას აირჩიოს განვადების Option და შეიძინოს სასურველი ნივთი. საკუთარი სურვილისამებრ კი გადაანაწილოს გადასახდელი თანხა რამდენიმე თვეზე.

QR განვადებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს საქართველოს ბანკის მობილ ბანკის აპლიკაცია და ფლობს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express). მომხმარებელს QR განვადების ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი გადახდის სისტემა - QR PAY დანერგა. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება, სწორედ იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც აქამდე მხოლოდ ნაღდი თანხით იყო შესაძლებელი გადახდა. ახლა კი QR PAY-ის სწრაფი სისტემით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს როგორც საკუთარი თანხით, აგრეთვე ისარგებლობს QR განვადებით.

ამასთან, ინოვაციური გადახდის სისტემის დანერგვა მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გადახდის ტერმინალის ალტერნატიული სერვისი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ის გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, სრულიად უფასოა. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ QR PAY-ის მხარდაჭერის სამსახურს: 032 444 490, ან მიმართოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42