ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:55, 19 Dec, 2018     1428

თიბისი ბანკის და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, "GRDC" და „აჭარა ჯგუფი" ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმროსააშენებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს სასტუმრო „რუმსში" მოეწერა ხელი და ის „კოხტა გორაზე" ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარეტერიტორიაზე, არანაკლებ 92 ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტი „აჭარა ჯგუფის" მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, Rooms Hotels-გაგრძელებაა. ხოლო GRDC პროექტის მომდევნო ფაზაზე დამატებითისაცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. „Rooms Hotel Kokhta" თავისი გამორჩეული არქიტექტურით დადიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.

სასტუმრო „Rooms Hotel Kokhta" ბაკურიანში, „კოხტა გორას" ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება. იგიწელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს უკვე 2019 წლის ზაფხულის სეზონამდე მიიღებს. კურორტისგანვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ. მ-ზე გაშენდება, საიდანაც 5 000 კვ.მ აპარტამენტებს,ხოლო 12 000 კვ.მ სასტუმროს დაეთმობა.

„Rooms Hotel Kokhta" Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლას/დაბრუნებას ან სხვასათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნებაშესაძლებელი.

სასტუმრო გააერთიანებს:

· არანაკლებ 92 ნომერს და 70 აპარტამენტს;

· 300 სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს;

· 300 სტუმარზე გათვლილ რესტორანს;

· ლაუნჯ ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით.

· საცურაო აუზსა და მომსახურების სხვა სერვისებს

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 5,4 მილიონი დოლარი თიბისი ბანკის და EBRD-ის მიერ, RFS-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხითდაფინანსდება, დანარჩენი კი - GRDC-ის და Adjara Group-ის კაპიტალით.

"GRDC-თან ერთად და EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი "Rooms Hotel" გაიხსნება, რომელიც განსხვავებულ კონცეფციას და დიზაინს შესთავაზებს სტუმრებს. ამ პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს მსოფლიო წამყვან სამთო-სათხილამურო კურტორტების სტანდარტებთან დასაახლოვებლად," - განაცხადა აჭარა ჯგუფის აღმასრულებულმა დირექტორმა - ვალერიჩეხერიამ

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვეფინანსებინა თავის დარგში ორი ლიდერი კომპანიის - GRDC-ისა და "აჭარა ჯგუფის"პარტნიორობით შექმნილი პროექტის მშენებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემს ინვესტორებს,განახორციელონ მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები ამ რეგიონში", - განაცხადა თიბის ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგითხელიძემ.

"გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევრობანკის სამ პარტნიორ კომპანიასთან - თიბისი ბანკთან, აჭარა ჯგუფთან და GRDC-ისთან - საქართველოში უძრავი ქონებისა დატურიზმის სექტორების განსავითარებლად. ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს საგრანტო კომპონენტს და მიზნად ისახავს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტურისაიზოლაციო მასალებითა და LED განათებით აღჭურვას. ჩვენი მიზანია, ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტი შევქმნათ მთიან რეგიონში და მხარი დავუჭიროთმშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოში," - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში.

სასტუმროს შიდა მოპირკეთების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და ის 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42