„სტარტაპ საქართველოს“ საბურავების გადამამუშავებელი კომპანია „TRC“ 2018 წლის სტარტაპი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:11, 18 Dec, 2018     3000

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საბურავების გადამამუშავებელი კომპანია „TRC“ პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსში „Meliora 2018“ წლის სტარტაპად დასახელდა. ასევე, კომპანიამ გაიმარჯვა კატეგორიაში - მწვანე ინიციატივა და ამ მიმართულებით, საუკეთესო პროექტი გახდა.

კომპანია „TRC“ 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით შეიქმნა. პროექტს რამდენიმე მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – კომპანია ყოველწლიურად შეძლებს 1000-12000 ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავებას, ეკონომიკური თვალსაზრისით კი, ნარჩენებიდან შესაძლებელია 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც სამომავლოდ იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე გადაამუშავა 900 ტონა საბურავის ნარჩენი, საიდანაც 500 ტონა კაუჩუკის გრანულა დამზადდა; კომპანია ემსახურება დიდ და მცირე ორგანიზაციებს, აკითხავს მათ ადგილზე და საკუთარი ხარჯით გააქვს ნარჩენი საბურავები, რის შედეგადაც ნარჩენების მართვის პრობლემა მოგვარდა.

მომავალი წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნავთობქიმიის ფაკულტეტი კომპანია „TRC“-თან ერთად იწყებს სამწლიან პროექტს, რომლის მიზანიც არის გამოიკვლიოს, თუ რა ტიპის მაღალტექნოლოგიური ნაწარმის შექმნაა შესაძლებელი რეზინის გრანულებისგან.

მომავალ წელს კი კომპანია წარმოების რვაჯერ გაზრდას გეგმავს.

„სტარტაპ საქართველოს" ამ ეტაპზე 98 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 78 ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის, 20 კი – მაღალტექნოლოგიურს. „სტარტაპ საქართველო" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და 2016 წელს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნდა. კომპანიის მიზანია ქვეყანაში დამწყები ბიზნესის განვითარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42