გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე თავის მწვრთნელთან, თემურ ბახუნდარიძესთან და ჩეჩენ მეგობართან ერთად ბათუმის ქუჩებში ავტომობილით გადაადგილდებოდა.
საპატრულო პოლიციამ ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერა და მძღოლს მართვის მოწმობა სთხოვა, რა დროსაც ჩეჩენმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. შედეგად მუცლის არეში დაიჭრა პუშკინის ქუჩაზე გამვლელი ადამიანი და სამართალდამცავი, რომელსაც ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული.
რაც შეეხება დამნაშავეს, ორმხრივი სროლის შედეგად ჩეჩენი მოქალაქეც დაშავდა. სამივე დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ, გავრცელებული ცნობით, მათ სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
მასალის გამოყენების პირობები






