საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 0,4 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:20, 17 Dec, 2018     1519
საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 0,4 პროცენტით და შეადგინა 11531,2 მილიონი კილოვატსაათი. ელექტროენერგიის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ნაკლები წყალმოდინებით. 2017 წლის განმავლობაში მოპოვებულია 32,0 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2016 წელთან შედარებით 17,1 პროცენტით ნაკლები), 268,1 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 9,6 პროცენტით ნაკლები) და 8,5 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 28,8 პროცენტით მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში წარმოებულია 1937,8 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები). 2017 წელს მოხმარებულია 11208,5 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია (რაც 6,9 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს). ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობის გაფართოებით, ასევე მომსახურების დარგებში და შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით. 2017 წლის მონაცემებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2343,9 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 3,6 პროცენტით მეტი), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1727,4. მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 7,7 პროცენტით მეტი). მოხმარების ზრდა მეტწილად გამოწვეული იყო შინამეურნეობებში და მრეწველობის დარგში გაზრდილი მოთხოვნით. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1269,7 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 9,5 პროცენტით ნაკლები), რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო შესაბამის პროდუქტებზე ფასების ზრდით. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში 2017 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას, გაანგარიშებულს ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, სტრუქტურაში უდიდესი წილი (65,3 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (24,0 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან:

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 33,1 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29,7 პროცენტი) და ელექტროენერგია (22,1 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 8,3 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 6,8 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

2017 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 31,9 პროცენტი. 30,5 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 19,8 პროცენტი - მრეწველობის დარგზე, 2,7 პროცენტი - მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე 0,8 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 14,3 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვადასხვა მომხმარებლებზე ნაწილდება:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42