ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაიცვათ მოკლე ქვედაბოლო
შოუ ბიზნესი - 10:02, 14 Sep, 2013     19205

ისინი იმდენად მიეჩვივნენ ამ ტანისამოსს, რომ ზამთრის სუსხიანი და ცივი დღეებიც კი ვეღარ უწევენ წინააღმდეგობას. სხვადასხვა ბრენდები კი სარგებლობენ ქალბატონების ამ სისუსტით და ყოვეწლიურად მოკლე ქვედაბოლოებისა თუ კაბების შეუდარებელ ვარიანტებს გვთავაზობენ. ამის საფუძველზე კი არჩევანი იმხელაა, რომ ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია საკუთარი სხეულისთვის სრულყოფილი კაბის მოძებნა. ამასთანავე, ჩამოყალიბებულია რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, რომლის გამოც ქალმა მოკლე კაბა უნდა მოირგოს.

ფსიქოლოგიური ასპექტი...

აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი მოკლე ქვედაბოლოს მამაკაცების ყურადღების მისაპყრობად იცვამს. ამასთნავე, ის ქალბატონები რომლებიც იდეალური ტანით გამორჩევიან, ძირითადად მოკლე კაბებს სხვა, შედარებით ცუდი სხეულის მქონე ქალბატონების დასათრგუნად ატარებენ. რეალობა კი ასეთია: იმაზე მეტი მიზეზი არსებობს მოკლე კაბის მოსარგებად, ვიდრე თქვენ გგონიათ! სუსტი სქესის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილისთის, მოკლე ქვედაბოლო სრულიად უბრალო და ნაკლებად მნიშვნელოვანი ტანისამოსია. ეს კი იმის გამო ხდება, რომ ისინი თვითდაჯერებულები არიან საკუთარ თავებში და შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში მოკლე კაბა მოირგონ.

გარეგნული სილამაზე...

ერთ–ერთი მიზეზი რატომაც უყვართ ქალბატონებს მოკლე კაბები, ეს სტილის თავისებურებები გახლავთ. თითქმის ყველა მოდელი ფლობს საკუთარ განუმეორებელ სტილს. რისი საშუალებითაც შესაძლებელია ყურადღების მიქცევა. ასეთი კაბები შედარებით საინტერესოდ გამოიყურება ვიდრე შარვლები და კომბენიზონები. გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული და მორგებული მოკლე კაბა განსაკუთრებით უსვამს თქვენ სექსუალურობას და ქალურობას ხაზს.

ამასთანავე, მოკლე კაბა გამოყოფს ქალის ფეხების სილამაზეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი ეფექტის მისაღწევად სხვა აქსესუარების შერჩევაც კარგად მოგიწევთ, მაგალითად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმელსა და კოლჰოტებს.

ზარმაცთათვის...

რთული დასაჯერებელია, მაგრამ მოკლე კაბები შეუდარებლად შეეფერებათ ზარმაც ქალბატონებს. პირველ რიგში იმიტომ რომ ასეთი ტანისამოსის მორგება ძალიან მარტივია, შერჩევისთვისაც არ არის დიდი დროის ხარჯვა საჭირო. ამასთანავე, მოკლე ქვედაბოლო შედარებით მარტივი მოძრაობების გაკეთების საშუალებას იძლევა და სიარულიც უფრო ადვილია.

ფიგურაზე ზრუნვა...

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოკლე კაბის ტარებისას, საკუთარი ფიგურა გახლავთ. ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია შესაბამისი ტანისამოსის შერჩევა, გარკვეული დეტალების გათვალისწინებით. ფერები, ფორმა, აქსესუარები... ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს თამაშობს იმ მხრივ, თუ როგორ მოგერგებათ ესა თუ ის კაბა. ასევე გაითვალისწინეთ საკუთარი კანისა და თმის ფერი. ეცადეთ არ იყოთ მოსაწყენები და მოკლე კაბის მორგებისას ხაზი გაუსვით თქვენი ფიგურის დადებით მახასიათებლებს. უბრალო რჩევა კი ასე ჟღერს: თუ დისკომფორტს განიცდით მოკლე კაბაში, მუდამ ფეხზე დგახართ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ვერ ჯდებით იმის შიშით, რომ უხერხულად არ იგრძნოთ თავი, უბრალოდ უარი თქვით აღნიშნული სტილის კაბაზე და მოირგეთ ის, რაც თქვენთვის სასიამოვნო და მისაღებია.

ზოგადი მიზეზები...

ის ქალბატონები რომლებიც მოკლე კაბებს ანიჭებენ უპირატესობას, სხვა ქალებისგან შედარებით მეტად თვითდაჯერებულები არიან. დიახ, სწორედ თვითრწმენა თამაშობს ამ საკითხში დიდ როლს. ეცადეთ საკუთარი თავი ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენოთ... მეორე მიზეზი უბრალოდ მოდის სამყაროში ტრიალი და ტენდენციების კონტროლია. მოკლე კაბები თითქმის ყველა სეზონზე ტენდენციაა, ამიტომ ის ქალბატონები რომლებიც მოდით ცხოვრობენ, უბრალოდ, არსებულ ტენდენციებს უწყობენ ფეხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42