ბათუმში მომხდარი თავდასხმის დროს რამდენიმე დაჭრილთაგან ერთი პოლიციელია
სოც.მედია - 23:07, 13 Sep, 2013     6632

ბათუმში მომხდარი თავდასხმის დროს რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის, პოლიციელი დაიჭრა. თავდასხმა პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა: უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და რამდენჯერმე გაისროლა. ოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბათუმში მომხდარი თავდასხმის ადგილიდან კიდევ ერთი ფოტო ვრცელდება, რომელიც, სავარაუდოდ, თავდასხმიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული.

ფოტოზე ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა, შეკრებილი ხალხი და შეფერხებული მოძრაობა გზაზე, სადაც ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა მოხდა და, გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა მამაკაცს შვიდი ტყვია ესროლა.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება: ერთერთი ვერსიით, დაჭრილია სამი მამაკაცი, მათგან ერთი პოლიციელია. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაჭრილები რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ წუთებში ოპერაცია უტარდებათ. სავარაუდოდ, დაჭრილია თავად შეიარაღებული პირიც, რომელმაც ცეცხლი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გახსნა.

რაც შეეხება შსს-ს, „ნიუპოსტთან“ საუბარში პრესსამსახური აცხადებს: „მკვლელობის ფაქტს არ ვადასტურებთ“. ამ კომენტარის შემდეგ შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა თავდასხმის ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად დამატებით ორი წუთი ითხოვა და ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ დაკავშირებას დაგვპირდა, თუმცა, 10 წუთის გასვლის შემდეგაც „ნიუპოსტის“ ტელეფონზე ზარი არ შემოსულა, ჩვენს ზარს კი ნომერზე 577 53 73 ** არ უპასუხეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42