ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:33, 15 Dec, 2018     2420

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული ბიზნესი შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:

წლის ბიზნესი

„გროს ენერჯი გრუპი“ - კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს,

წლის ქართული პროდუქტი

„გეფერინი“ - კომპანია, რომელმაც 2014 წელს, საქართველოში ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების წარმოებაც დაემატა. დღეს „გეფერინი“-ს პროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გადის.

წლის სტარტაპი

„თიერსი“ ეკოლოგიისათვის სასარგებლო, საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომლის მიზანია მწყობრიდან გამოსული უვარგისი საბურავი გადაამუშაოს და მისგან ისეთი სასარგებლო პროდუქტი მიიღოს, როგორიცაა: კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო.

წლის ტურისტული ბიზნესი

„Ecotour Georgia“ ტურისტული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც შემომყვანი ტურიზმია. კომპანიის მიმართულება ფრინველებზე და ზოგადად ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმია (Birdwatching, wildlife watching tours).

წლის ქალი მეწარმე

„სანტა“ - ალპურ ზონაში არსებული ყველის საწარმო სხვადასხვა სახეობის ყველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით ამზადებს.

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის.

„ჯეო მულჩი“ - მულჩირება ნიადაგის მოშიშვლებული, დამუშავებული ზედაპირის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით გადაფარვაა. „ჯეო მულჩი“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მულჩის მწარმოებელი კომპანიაა. პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე ქალაქის გარეგნულ იერსახეზე.

წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.

ბიზნესდაჯილდოება 2018-ის მიმდინარეობისას პროექტის მთავარი პარტნიორი ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE იყო, დანარჩენი პარტნიორები კი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD, Impact Hub Tbilisi და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება და საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება, ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42