„ნოვა“ EBRD-ის და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ინფრასტუქტურას აფართოებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:15, 14 Dec, 2018     2918

თბილისში, შპს „ნოვა“-ს 24 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა გაიხსნა. პროექტი EBRD-ის და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ევრო სტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ჯამში 12 მილიონი ლარი დასჭირდა.

პროექტის ფარგლებში „ნოვამ“ დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა. მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების, მეტალოპლასტმასის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები „ნოვას“ თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.

EBRD-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ნოვაში“ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი OHSAS 18001:2007 ინერგება. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს დააკმაყოფილოს ევროპის ეკონომიკურ ზონაში მოქმედი დირექტივები და შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქცია CE ნიშანდებით, რომლის მიხედვითაც დაცულია მომხმარებლის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და გარემო პირობები.

„წარმოების გვერდში დგომა და დაფინანსება მნიშნელოვანია, როგორც ბანკისთვის ასევე, ქვეყნის ეკომონიკური განვითარებისთვის. ჩვენი მხარდაჭერით „ნოვას“ ახალი ქარხნის დაფინანსება მოხდა. თიბისის საშუალებით „ნოვამ“ შეძლო რესურსის მოძიება EBRD-დან საწარმოს განვითარების პროგრამის ფარგლებში, რამაც უზრუნველყო ევროპელი კონსულტანტების ჩართულობა საწარმოო პროცესების დახვეწაში,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში კომპანიის საკუთრებაშია: საგამოფენო დარბაზები, სასაწყობე მეურნეობები, სასახურავე მასალების და აქსეუარების, პროფილების და პოლიეთილენის ავზების საწარმოები.

„ნოვას“ ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში - 60 ადამინი, ჯამში თბილისის და ბათუმის ფილიალებში კი - 320 ადამიანია დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42