სუბარის უწყება ბრალდებებს პასუხობს - პატიმარი თვითდაზიანებით ხშირად მანიპულირებს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო რიმა ბურჯანაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მსჯავრდებულის მეუღლემ ზვიად თაგვიაშვილის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრა.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პერიოდულად, ხან მსჯავრდებული ზვიად თაგვიაშვილი, ხან მისი მეუღლე რიმა ბურჯანაძე აკეთებენ განცხადებებს, თითქოს თაგვიაშვილს სხვა მსჯავრდებულები ფულს სძალავენ და მასზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ. ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, მსჯავრდებულმა თაგვიაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, ის რომელიმე დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ, რომ საქმეში ჩართავდნენ პოლიტიკოსებს, პრესას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამინისტროს დისკრედიტაციას მოახდენდნენ. 30 აგვისტოს მან განცხადება დაწერა, რომ სამეურნეო ნაწილში ჩარიცხვამდე, გამოძიებას ჩვენებას არ მისცემდა. თაგვიაშვილი ადმინისტრაციას სამი დღის განმავლობაში ევაჭრებოდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გადაყვანისა და სამეურნეო ნაწილში დასაქმების შესახებ, თუმცა დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა თაგვიაშვილის გადაყვანის შეტყობისთანავე, მისი სამეურნეო ნაწილში დასაქმებაზე უარი განაცხადეს და დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით მიმართეს. ადმინისტრაციამ მსჯავრდებულების მოთხოვნა გაითვალისწინა და თაგვიაშვილი სამეურნეო ნაწილში აღარ დაასაქმა. მსჯავრდებული დაწესებულებაში დატოვეს, სადაც ის იზოლირებულია და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებულ თაგვიაშვილის მეუღლემ ამ ფაქტის შესახებ მედიას პირველად 5 სექტემბერს, მას შემდეგ შეატყობინა, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სამეურნეო ნაწილში ვერ დასაქმდა. მაშინ რიმა ბურჯანაძე გამომძალველებად სამ პიროვნებას ასახელებდა, რომელთა ვინაობა არ ემთხვევა თაგვიაშვილის მიერ დასახელებული მსჯავრდებულების ვინაობას.
უნდა აღინიშნოს, რომ 1977 წელს დაბადებული ზვიად თაგვიაშვილი სასჯელს ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის იხდის. მან მოქალაქეს მანქანა გასტაცა, რომელიც მოგვიანებით, 1300 დოლარად გაყიდა. მოქალაქეს აღნიშნული ქმედებით 8595 ლარის ზარალი მიადგა. მსჯავრდებული ხშირად მანიპულირებს თვითდაზიანებებით, არაერთხელ დაიჭედა სასქესო ორგანოები. ხასიათდება, როგორც კონფლიქტური პიროვნება. აქვს მუდმივი კონფლიქტი სხვა მსჯავრდებულებთან, მასთან კონტაქტს ვერავინ ახერხებს, სწორედ ამიტომ, მსჯავრდებულებს არ სურდათ მისი მომსახურე პერსონალში ჩარიცხვა. თაგვიაშვილის წინააღმდეგ ათეულობით მსჯავრდებულის საჩივარია დაწერილი. თაგვიაშვილის განცხადებაზე უკვე დაწყებულია გამოძიება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებებით და მუქარებით მანიპულირებას ვერავინ შეძლებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგზე პატიმარ ზვიად თაგვიაშვილის მეუღლემ ციხეში არსებულ პირობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებაში თაგვიაშვილი გაუსაძლის პირობებშია.
"ე.წ „მაყურებლებმა“ დანით დაუსერეს ფეხები, სიგარეტი დააწყვეს მხარზე და ათასი ლარი გამოსძალეს. 21 აგვისტოს დამირეკა მეუღლემ, რომ ჩამერიცხა ათასი ლარი ვინმე ირაკლი გულბანის ანგარიშზე და თანხა ჩავრიცხე, მაქვს ქვითრებიც". - განაცხადა რიმა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა