„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა ყველანაირად ცდილობს, ბაჩო ახალაია არჩევნების წინ არ გამოვიდეს ციხიდან.
ასე გამოეხმაურა ყოილი თავდაცვისა და შს მინისტრის მეუღლე ცალკეულ მედიასაშუალებებში დღეს გამოქვეყნებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდეს.
ამასთან, ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოსვლა ხელს არ აძლევს „ცოცხების ხელისუფლებას“.
„მართლაც და მართლაც, ყველაფერს აქვს საზღვარი, ასეთი უნიჭო საქმეების თითხვნა და ადამიანების გამწარება არავის არ შერჩება! სულ ცოტა, რასაც ეს სისხლით მოსული (9 თვის ბავშვის მკვლელი ) მთავრობა ცდილობს, ეს არის სასამართლოზე ზეწოლა, ეხლა როდესაც 2 განაჩენია გამოსაცხადებელი და პროკურატურის კულუარებიდანაც კი მომივიდა ინფორმაცია (6 წელი ვიმუშავე და ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავს) ორივე საქმე 100%-ით წაგებული აქვთ, ცდილობენ რაღაც ახალი შეკერონ, იმისათვის, რომ ბაჩო ამ არჩევნების წინ არ გამოვიდეს ციხიდან.
და თან ხაზგასასმელი ის არის, რომ სრულიად გამართლებული ბაჩო ახალაია "ცოცხების ხელისუფლებას" არ აწყობს, მათი ისედაც უკვე საკმაოდ დაწეული რეიტინგი ბევრად უფრო დაბლა დაიწევს. ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, ეს არის მწარე რეალობა, რის წინაშეც ვდგევართ“, - წერს ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქში“.
მასალის გამოყენების პირობები






