ჩართე როუმინგის ინტერნეტი და მიიღე საჩუქრად სამოგზაურო დაზღვევა - „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „ბილაინის“ ერთობლივი პროექტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:59, 13 Dec, 2018     1856
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“, ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი და მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, საქართველოში პირველად, მომხმარებელს სთავაზობენ ერთობლივ პროდუქტს, რომელიც აერთიანებს როუმინგის მომსახურებას და სამოგზაურო დაზღვევას. შედეგად, ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, მომხმარებელი ავტომატურად, უფასოდ ისარგებლებს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით. ამ ორი მომსახურების გაერთიანება გადაწყდა მისი პოპულარულობიდან გამომდინარე - საზღვარგარეთ საქმიანი მოგზაურობისას თუ დასასვენებლად გამგზავრების დროს, სამოგზაურო დაზღვევა და მობილური ინტერენტი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია. ჯიპიაისა და ბილაინის ახალი პროდუქტი უზოგავს მომხმარებელს ფინანსებს და დროს, ვინაიდან მას აღარ უწევს დაზღვევაზე დამატებით არც განაცხადის შევსება და არც თანხის გადახდა. ხსენებული პროდუქტით სარგებლობას მომხმარებელი 20 დეკემბრიდან შეძლებს, რისთვისაც საკმარისია ეწვიოს ბილაინის ვებგვერდს www.beeline.ge ან მობილურ აპლიკაციას MyBeeline.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „მობილური ოპერატორის მომსახურებაში დაზღვევის ინტეგრაცია უაღრესად ხელსაყრელია მომხმარებლისთვის და ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში და მოხარულები ვართ, რომ პირველი ნაბიჯი საქართველოში ჩვენ ბილაინთან ერთად გადავდგით. ეს მხოლოდ დასაწისია - ჩვენ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე ვაგრძელებთ მუშაობას, რაც ჩვენი კომპანიების ასიათასობით მომხმარებელს სარგებელს მოუტანს. კონკრეტულად ამ საპილოტე პროექტით, ბილაინის ყველა მომხმარებელი, რომელიც როუმინგის ინტერნეტით სარგებლობს, ავტომატურად გაიაქტიურებს დაზღვევას 50,000 ევროს ლიმიტით და დაცულად იმოგზაურებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.“

„მოხარული ვართ, რომ საიმედო და წარმატებულ პარტნიორთან, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მას ცხოვრებას გაუმარტივებს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ „ბილაინის“ მომხმარებელს შევუმსუბუქოთ, ან სულაც ავაცილოთ ყოველდღიური საზრუნავი, იმისთვის რომ გაცილებით უფრო მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობისთვის მზადების დროს და ამ ერთობლივი პროდუქტით, მომხამრებელს მინიმუმ ერთი საზრუნავით ნაკლები ექნება,“ განაცხადა „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და ხელმისაწვდომ როუმინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ზარების განხორციელებასა და მიღებას, SMS სერვისს და მობილურ ინტერნეტს. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი 50,000 ევროს ფარგლებში ფარავს უცხოეთში ყოფნისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს - იქნება ეს ტრავმა, უეცარი ავადმყოფობა, თუ ჯანმრთელობის სხვა მოელოდნელი პრობლემები. საერთაშორისო ასისტანსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს. წლის დასაწყისიდან სამოგზაურო დაზღვევით ჯიპიაი-მ 289,000 ლარი აუანაზღაურა თავის დაზღვეულებს. 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც ბაზრის 24% უჭირავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42