მაკდონალდს საქართველო McHappy Day- ქუთაისის დღის ცენტრს ადაპტირებულ მინივენს გადასცემს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:43, 13 Dec, 2018     1701
„მაკდონალდსი“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს დაეხმარება.

უკვე ტრადიციად ქცეული აქციიდან შემოსული თანხა არასამთავრობო ორგანიზაციას - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) გადაეცა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენას. მინივენი მოხმარდება ბენეფიციარების ქუთაისის მიმდებარე სოფლებიდან, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრებიდან ქუთაისის დღის ცენტრში ტრანსპორტირებას, სადაც მათთვის აუცილებელ თერაპიას გადიან.

„დღის ცენტრი“-ს სერვისი ითვალისწინებს ბავშვების სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით.

Mc Happy Day 1 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ „მაკდონალდსის ყველა რესტორანში სპეციალურად ამ აქციისთვის დამზადებული სუვენირები – სტიკერები, გასაღების საკიდები, ჩანთები და მისალოცი ბარათები შეეძინათ და მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში.

მაკდონალდსი ყოველწლიურად მართავს McHappy Days-ს კამპანიას, რომელიც გულისხმობს სხვადსხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას. ამ გზით კომპანია მუდმივად ცდილობს ბავშვებისთვის გარემოს გაუმჯობესებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

საქველმოქმედო აქციის შემაჯამებელი ღონისძიება, ქუთაისში აღმაშენებლის მოედანზე #1 მდებარე მაკდონალდსში 12 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლები, სოციალური საწარმო „ფარშევანგის წარმომადგენლები და ბენეფიციარები მშობლებთან ერთად.

2017 წელს Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” დაეხმარა და მთლიანად უზრუნველყო, ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015-ში სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42