აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 132-33 წლის ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის ჰოლოკოსტად აღიარა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს ინფორმაციას.
3 ოქტომბერს აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო სენატმაც.
რეზოლუციის მიხედვით, პასუხისმგებლობა ჰოლოდომორზე ეკისრება იოსებ სტალინსა და მაშინდელ პარტიულ ხელმძღვანელობას. დოკუმენტში ასევე დაგმობილია უკრაინის ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლების ქმედებები. კერძოდ, საუბარია თვითგამორკვევისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნულ დოკუმენტს უწოდა "ისტორიული გადაწყვეტილებ, რომელსაც უკრაინელები ათობით წელი ელოდნენ."
„ჰოლოდომორი“ უკრაინაში 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინელ გლეხებს კოლმეურნეობებში გაერთიანება აიძულა და მოსავალი ჩამოართვა. სხვადასხვა ცნობებით, ჰოლოდომორს 3-დან 7 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინა „ჰოლოდომორს“ გენოციდად თვლის და ნოემბრის მეოთხე შაბათს აღნიშნავს.
უკრაინელი ხალხის გენოციდად ჰოლოდომორი აღიარა 20-მა ქვეყანამ, მათ შორის, პოლონეთმა, კანადამ, ავსტრიამ და საქართველომ.
2008-2010 წლებში ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ ჰოლოდმორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნია.
ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ჰოლოდმორი, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი და განაცხადა, რომ სსრკ-ს ხალხის საერთო ტრაგედია იყო.
მასალის გამოყენების პირობები






