შეთქმულებას არა მარტო ჩვენ, არამედ სიმართლის, სამართლიანობის, ქვეყნის ბიუჯეტისა და აქედან გამომდინარე, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ! სტერეოტიპები მტკივნეულად და ნელ-ნელა იმსხვრევა! სამართლებრივი რთული გზის გავლით (და არ ვანო მერაბიშვილის სპეცრაზმის დახმარებით!) მალე დავბრუნდებით ჩვენს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.
ჩვენ თანამშრომლებთან ერთად კვლავ გავგრძელებთ შრომას ქვეყნის, ქარხნისა და ჩვენი ოჯახების სასიკეთოდ. თუმცა ახლა დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო- არავინ არაფერი დააზიანოს და გაანადგუროს!
5 სექტემბრის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, იმედია, სწრაფად გაივლის სხვადასხვა ინსტანციას და საზოგადოება მალე გაიგებს სიმართლეს!
ინა გუდავაძის ჯგუფის კრიმინალური ქმედებებით ბიუჯეტიდან მოპარული 39 მილიონი ლარის მაქინაციასაც მალე აეხდება ფარდა! და უმთავრესი! 24 ივნისს, ნუცუბუძუს ქუჩაზე ჩვენი მეგობრების ალეკო მაისურაძისა და ზაზა ნინიძის უღვთო და უსასტიკესი მკვლელობა გაიხსნება! შემსრულებელიცა და დამკვეთიც პასუხს აგებს კანონის წინაშე!", - ნათქვამია "ქართული ფოლადის" დირექტორის ნათია ჯაყელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






