მოსახლეობისა და ტურიზმის კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში მაგისტრალური რადიო ქსელი აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:19, 11 Dec, 2018     1134

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, აცხადებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, რომლის თანახმადაც კომპანია ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მიაწვდის უფასო კოლოკაციის მომსახურებას. ხსენებული პროექტის მიზანია, საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში - ფშავი, ხევსურეთი და გუდამაყარი, რომლებიც პოპოულარულია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის თვალსაზრისით, მოხდეს დასახლებული პუნქტებისა და ტურისტული კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით მომსახურება.

რთული გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის სიმცირის გამო, მოცემულ რეგიონში არ არის ოპტიკური ქსელი. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) მხარდაჭერით და „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ კოორდინაციით, ხორციელდება მაგისტრალური რადიოქსელის მშენებლობა. აშენების შემდგომ, ქსელი სამართავად გადაეცემა თავად ბენეფიციარს - ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც წარმოგენილია ააიპ „მთის სათემო ქსელის“ მიერ. საქმიანობიდან მიღებულ მოგებას ბენეფიციარი ისევ მიმართავს ქსელის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიკრო და მცირე მეწარმეებისა და კოოპერატივების ტრენინგი და ელექტრონული სერვისების მიმართ ცნობადობის ამაღლება.

დღევანდელი მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2018“-ის მიმდინარეობისას, ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს, შპს „ვიონი საქართველოსა“ და ააიპ „მთის სათემო ქსელს“ შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42