ანაკლიის პროექტის დამფუძნებლებსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:46, 11 Dec, 2018     1728
10 დეკემბერს, 16 საათზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი ბ-ნი ბადრი ჯაფარიძე და ასოციაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ივა ჭყონია.

ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის პროექტის დამფუძნებლებმა დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს მიმდინარე სამუშაოების პროგრესი და სხვა სიახლეები გააცნეს. გაიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინტერესი შეიძლება გამოიკვეთოს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და პორტის პროექტის ფარგლებში დისტრიბუტორებისთვის და როგორ შეიძლება ეს პროექტი მათ თავიანთი საქმიანობის გაფართოებისათვის გამოიყენონ.

“ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა“ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სრულად ინტეგრირებული. ეს იქნება ერთიანი თავისუფალი საბაჟო ზონა, რომელიც იდეალურ პლატფორმას შემოგვთავაზებს ლოგისტიკის ბიზნესის, საბითუმო ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის, მსუბუქი მრეწველობისა და რე-ექსპორტის საქმიანობისათვის“- განაცხადა “ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ წამყვანი ბრიტანულმა კომპანია „BuroHappold Engineering“ ასრულებს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმის კვლევას, ეკონომიკური ზონის ანალიზსა და კონცეპტუალური მასტერპლანის შედგენას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42