ყველაზე პოპულარული მოდის ჯილდოსთვის წელს გვასალიასთან ერთად Gucci-ს სახლის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე, ჯონათან ანდერსონი (Loewe), მარია გრაცია კიური (Dior) და მიუჩა პრადა (Prada) იბრძოდნენ.

საზეიმო ღონისძიება და ცერემონია ლონდონში „როიალ ალბერტ-ჰოლში“ 10 დეკემბერს გაიმართა.
Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.
დემნას კოლექციები ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.
დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.
Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.
მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.
2016 წელს დემნასა და გურამის ბრენდი Vetements მოდის დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა. დემნა გვასალია წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის საერთაშორისო დიზაინერი(როგორც „ბალენსიაგას“ კრეატიული ხელმძღვანელი). ამ ნომინაციაშიც დემნა გვასალიამ გაიმარჯვა.
დემნა და მისი ძმა გურამი, სოხუმში დაიბადნენ, თუმცა აფხაზეთის დაკარგვასთან ერთად, მშობლიური სახლის დატოვებაც მოუწიათ.
აღნიშნულ თემას, დემნამ სპეციალური კოლექციაც მიუძღვნა. უცხოური მედიის შეფასებით, სწორედ ეს, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია Vetements -ში ყველაზე პირადული იყო, რადგან მის აღზრდას და საქართველოს პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






