თბილისში ნეიროვასკულარული ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოში მოღვაწე ნეიროქირურგები იღებენ.
ფორუმის მთავარი თემა, თავის ტვინის ანევრიზმებისა და არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ენდოვასკულარული მკურნალობაა.
მკურნალობის თანამედროვე ასპექტებზე სამეცნიერო მოხსენებებს ქართველ ნეიროქირუგებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც კითხულობენ.
ფორუმის ფორმატში ტარდება საჩვენებელი ოპერაციები. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ პირდაპირი ტრანსლაციით, რეალურ დროში თვალყური ადევნონ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით რთულ ნეიროქირურგიულ ოპერაციებს, რომელსაც ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მირზა ხინიკაძე ატარებს.
ნეიროვასკულარული ფორუმის ჩატარების ორგანიზატორი სამედიცინო კორპორაცია ევექსია, ფორუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები