დემნა გვასალიამ ახალი კოლექციის ჩვენება მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა (ფოტო)
შოუ ბიზნესი - 15:12, 10 Dec, 2018     2653
დემნა გავასლიას ბრენდმა Vetements ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე, მავთულხლართების ფოტო ატვირთა. დიახ, ეს სწორედ ისეთი მავთუხლართია, როგორიც რუს ოკუპანტებს აქვთ გავლებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვარზე.
ჯერჯერობით უცნობია, რას გვიმზადებს "ვეტმანი". ფოტოს თან ახლავს წარწერა - "Vetements გაზაფხული-ზაფხული 2019, უყურეთ შოუს IGTV-ზე."

დემნა და მისი ძმა გურამი, სოხუმში დაიბადნენ, თუმცა აფხაზეთის დაკარგვასთან ერთად, მშობლიური სახლის დატოვებაც მოუწიათ.

აღნიშნულ თემას, დემნამ სპეციალური კოლექციაც მიუძღვნა. უცხოური მედიის შეფასებით, სწორედ ეს, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია Vetements -ში ყველაზე პირადული იყო, რადგან მის აღზრდას და საქართველოს პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა. კოლექციაში ნახავდით ყველაფერს 90-იანებიდან და არა მარტო 90-იანებიდან.

"ეს ჩემი თავის წარდგენაა, როგორც ქართველის, რადგან ყოველთვის მიჭირდა ამეხსნა, საიდან ვარ. ან საერთოდ არ იცოდნენ რაზე ვლაპარაკობდი, ან ამერიკელი ვეგონე. აქამდე არასოდეს შემძლებია ჩემი იდენტობის წინ წამოწევა. მე მგონი, პირველად ახლა იყო, რომ ის „მაგიდაზე იდო“, ყველას დასანახად... არა, ეს არ ყოფილა „ჩემი ტრავმის კომერციალიზაცია“. სინამდვილეში, ეს ჩემი ტრავმის მიღება იყო და მისი შემოქმედებად გადაქცევა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ყველაზე მნიშნელოვანი, რასაც ხალხი ვერც ამჩნევს. ტრავმა შემოქმედებად გადაიქცა და რაღაც ახალი შეიქმნა. ესაა ყველაზე საოცარი რამ, რისი გაკეთებაც შემოქმედებით ადამიანს შეუძლია“- განაცხადა დემნამ კოლექციაზე საუბრისას.

Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს. "ვეტმანის" წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევროს უტოლდება. რაც შეეხება დემნას, 2015 წლიდან ის მოდის სახლ Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელიც არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42