პოლიციამ პარიზში "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე 127 ადამიანი დააკავა
მსოფლიო - 13:14, 08 Dec, 2018     1969

პარიზში ელისეს მინდვრებზე დაგეგმილ "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციაზე ხალხი უკვე იკრიბება. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეკრებილთა რიცხვი 2 ათასს აჭარბებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ 8 დეკემბერს დაგეგმილი "ყვითელი ჟილეტების" აქციისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. უსაფრთხოებისთვის მხოლოდ პარიზის ცენტრში 8 000 ოფიცერი და 12 ჯავშანტექნიკა განთავსდა.

ამ დროისთვის პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბურ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებმა 354 ადამიანი უკვე დააკავეს, მათგან 127 დროებით იზოლატორშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ 7 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პოლიციის მოქმედების გეგმის ერთი ნაწილი იყო ასახული. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი პოლიციელთა მოქმედების ინსტრუქციები იმ იურიდიული მომენტების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლო არეულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული, ასევე, მოცემულია იმ პირთა სიაც, რომლებსაც ამ დღეებში პარიზში შესვლა უნდა აეკრძალოს.

ამ "გაჟონვის" თაობაზე ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.

"ყვითელი ჟილეტების" პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. პარიზის გარდა, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42