მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს
რელიგია - 12:46, 07 Dec, 2018     2422

7 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

გადმოცემის თანახმად, წმინდა ეკატერინე ალექსანდრიაში ცხოვრობდა და სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო. ეკატერინე სასტიკი წინააღმდეგი იყო გათხოვებისა, როდესაც ახლობლებმა დაჟინებით დაუწყეს საუბარი ქორწინებაზე, მან განაცხადა, რომ მხოლოდ მას გაყჰვებოდა ცოლად ვინც მასზე აღმატებული იქნებოდა გვარიშვილობით, სიმდიდრით, სილამაზით და სიბრძნით. ეკატერინეს დედა ფარული ქრისტიანი იყო ის რჩევის საკითხავად წავიდა თავის სულიერ მამასთან, წმიდა და ღვთისმოსავ კაცთან, რომელიც ქალაქის გარეთ ერთ ფარულ ადგილას ცხოვრობდა, თან მასთან ეკატერინე წაიყვანა. ბერმა ეკატერინეს უთხრა, რომ მას შეეძლო მისთვის ისეთი ადამიანი გაეცნო, რომელიც მასზე აღმატებული იქნებოდა გვარიშვილობით, სიმდიდრით, სილამაზით და სიბრძნითაც და მას ქრისტეს მოძღვრების შესახებ უამბო. რამდენიმე ხნის შემდეგ ეკატერინე გულმხურვალე ქრისტიანი გახდა. მას სიზმარში ქრისტე გამოეცხადა და ძვირფასი ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძებულ ქალწულს ცხადშიც თითზე ეკეთა.

მალევე მას შემდეგ, რაც ეკატერინე ქრისტიანობაზე მოექცა , ალექსანდრიაში ჩავიდა უსჯულო მაქსიმიანე. მას სურდა, მოეწყო დღესასწაული და ბრძანა, გარშემო ქალაქებიდან და მხარეებიდან მისი ქვეშევრდომნი მსხვერპლის შესაწირად შეკრებილიყვნენ, რათა სახალხოდ გამოეხატათ კერპისადმი პატივისცემა. მსხვერპლის შესაწირად შეიკრიბა უამრავი ადამიანი კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით, 305-313 წლებში წმინდა ეკატერინეს თავი მოკვეთეს.

ქრისტიანობაზე მან 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია. რომელთაც ქრისტიანობის გამო იმპერატორისგან სასიკვდილო სასჯელი დაიმსახურეს.

როდესაც ჯალათმა ეკატერინეს თავი მოჰკვეთა, ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. მისი პატიოსანი ნაწილები კი, როგორც იქ მყოფმა მორწმუნეებმა იხილეს, იმწამსვე აიტაცეს წმიდა ანგელოზებმა და გადაიტანეს სინას მთაზე

ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელი სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერშია დაბრძანებული.

წმინდა ეკატერინე ორსულთა და მშობიარეთა შემწედ ითვლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42