ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა , მარია ზახაროვამ ისაუბრა.
"მოვუწოდებთ ოფიციალურ პარიზს თავი შეიკავოს ძალის გადამეტებული გამოყენებისაგან, არ გამოიყენოს ძალა ჟურნალისტების მიმართ და არ დაავიწყდეს გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის ნორმები, რაზეც ხელი აქვს მოწერილი და რა თქმა უნდა იხელმძღვანელოს საყოველთაოდ მიღებული ჰუმანიზმის პრიცნიპებით" - განაცხადა ზახაროვამ.
საფრანგეთის ხელისუფლება 2019 წლის იანვრიდან დიზელზე ფასის გაზრდას 6,5 ევროცენტით, ხოლო ბენზინზე 2,9 ევროცენტით გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც ყვითელი ჟილეტები აცვიათ, კეტავენ გზებს და მსვლელობებს აწყობენ. საპროტესტო გამოსვლებს "ყვითელი ჟილეტების" აქცია დაერქვა. პარიზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ავტომობილები, ჩაამტვრიეს ვიტრინები და მაღაზიები დაარბიეს. გასულ უქმეებზე აქციის მონაწილეებმა ტრიუმფალური თაღის მუზეუმიც დაარბიეს.
2 დეკემბერს საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაკრონი არ შეცვლიდა თავის პოლიტიკას მომიტინგეების სასარგებლოდ, თავად მაკრონმა კი მკაცრად დაგმო მომიტინგეების ქმედდებების ძალადობაში გადასვლა.
2 დეკემბერს საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაკრონი არ შეცვლიდა თავის პოლიტიკას მომიტინგეების სასარგებლოდ, თავად მაკრონმა კი მკაცრად დაგმო მომიტინგეების ქმედდებების ძალადობაში გადასვლა.
რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საწვავზე გადასახადის გაზრდაზე მორატორიუმი დააწესოს. ამის შესახებ განცხადებას დღეს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი გააკეთებს. მორატორიუმი რამდენიმე თვე იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მთავრობის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ გადაიდო პრემიერის და საპროტესტო აქციის მონაწილეების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც სამშაბათს იყო დაგეგმილი. არსებული კრიზისის მოსაგვარებლად მსგავსი შეხვედრის ორგანიზება პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოითხოვა. თუმცა აქციის მონაწილეებმა მოლაპარაკებებზე შესაძლო წასვლის გამო სოციალურ ქსელში მუქარის წერილები მიიღეს და ხელისუფლების მიწვევის მღებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Le Figaro ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






