"გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:58, 06 Dec, 2018     2036

„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე მოამზადა კვლევა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივებია განხილული. „გალტ ენდ თაგარტი“ განაგრძობს რეგიონის ეკონომიკების მაკრეოკონომიკური დაფარვის გაფართოებას და ქვეყნების ეკონომიკების შესწავლას. სტრატეგიის მიზანია, „გალტ ენდ თაგარტი“ გახდეს რეგიონალური საინვესტიციო ბანკი და შეძლოს ინვესტორების მომსახურება რეგიონის მასშტაბით, რათა მათ გააცნოს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით. ამჟამად ინვესტორები რეგიონში ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ და შესაბამისად, მათი დაინტერესება რეგიონის ეკონომიკებით მზარდია. აქედან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკურ პროდუქტებზე. უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა,რომელსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

„ბოლო რამოდენიმე წელია, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით გეგმავს. ამ მიმართულებით ინვესტორების მხრიდან პოზიტიურმა მოლოდინებმა ინტერესი გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთი არ არის ბევრი საკონსულტაციო კომპანიის დაფარვის საგანი, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უზბეკეთის ეკონომიკის მიმოხილვა მნიშვნელოვნად დაეხმარება ინვესტორებს ქვეყანაში არსებული პოტენციალის შეფასებაში და ინვესტირებაში, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება გალტ ენდ თაგარტის საქმიანობაზე“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში უზბეკეთის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების შექმნა და კორუფცია სახელდება. საბანკო სექტორში და ეკონომიკის სხვა დარგებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად ერევა, რაც ზღუდავს კონკურენციას. აღნიშნული გარემოება კი ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას. მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე და მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის სრულად სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.galtandtaggart.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42