ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საპორტო ქალაქ ჩაბაჰარიში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის განყოფილებასთან თავი აიფეთქა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაღუპულია 3 და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
პროვინციის წარმომადგენლის რაჰმედ ბამერის თქმით, თვითმკვლელი თავდამსხმელი პოლიციის განყოფილებაში შესვლას ავტომობილით აპირებდა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. პოლიციელებმა ავტომობილს გზა გადაუკეტეს და მძღოლის მისამართით სროლა დაიწყეს, თუმცა მან თავის აფეთქება მოასწრო.
სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ გაურკვევიათ ვინ დგას აფეთქების უკან, ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აფეთქებასზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ჩაბაჰარი ირანი-პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარერეობს ომანის ყურის სანაპიროზე და ქვეყნის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






