საქსტატი ქვეყანაში არსებულ აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე კვლევას აქვეყნებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:30, 06 Dec, 2018     3494
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წელს პირველად ჩაატარა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა. გამოკვლევას ექვემდებარებოდნენ შინამეურნეობები და იურიდიული პირები, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევი და შესაბამისად, ეწეოდნენ აკვაკულტურის საქმიანობას.

გამოკვლევის შედეგად მიღებულ იქნა აკვაკულტურის დარგის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები, როგორიცაა წყალსატევებში არსებული და წარმოებული თევზის მოცულობა, რეალიზებული თევზის საშუალო ფასები, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი და მისი სტრუქტურა. გამოკვლევის შედეგად 2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა - 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ფართობმა - 2 056.8 ჰექტარი შეადგინა.

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა და საერთო ფართობი 1 473.5 ჰექტარი იყო. ტბორების ფართობმა სამეგრელოზემო სვანეთში 476.2 ჰექტარი, იმერეთში 103.5 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 171.5 ჰექტარი შეადგინა. 2017 წლის ბოლო მდგომარეობით აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 18.2 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.5 ჰექტარს, აჭარაში - 1.8 ჰექტარს, გურიაში - 1.7 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.4 ჰექტარს არ აღემატება.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობის სტრუქტურა წყალსატევის ტიპების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსათვის:

2017 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებულია 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც 57.0 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 38.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 3.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახის სახით არის წარმოდგენილი. ორაგულისებრთა წარმოებაში უდიდესი წილით (98.3 პროცენტი) ცისარტყელა კალმახი არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კობრისებრთა ოჯახს, 42.7 პროცენტი მოდის თეთრი და ჭრელი სქელშუბლას წარმოებაზე.

2017 წელს წარმოებული თევზის მიხედვით ლიდერობს კახეთის რეგიონი, რომელზეც მოდის საქართველოში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი 26.6 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურიის რეგიონი - 14.3 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.0 პროცენტი მოდის.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია წარმოებული თევზის სტრუქტურა თევზის ოჯახების მიხედვით:

2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 2 067.6 ტონით განისაზღვრა, საიდანაც 37.8 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 51.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 9.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალსატევებში არსებულ ორაგულისებრთა მოცულობაში უდიდესი წილი მოდის ცისარტყელა კალმახზე (96.8 პროცენტი).

2017 წელს საქართველოში 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი 8.6 ლარით განისაზღვრა. კობრისა და სარკისებრი კობრის საშულო ფასი შედარებით დაბალია და 7.2 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თეთრი ამურის საშუალო ფასს, 5.7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თეთრი და ჭრელი სქელშუბლის საშუალო ფასი 3.3 ლარს არ აღემატება. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია თევზის საშუალო ფასები თევზის სახეობების მიხედვით:






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42