"კრწანისის რაიონში დამარცხებული ნიკა რურუა მოადგა კორპუსს და საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟა რკინის კარი..."
სოც.მედია - 15:16, 05 Dec, 2018     3099
სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრავა ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.

"გუშინ უნდა დამეწერა უსახელო პოსტი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარზე, ჰოდა დღეს დავწერ, მაგრამ უკვე სახელით.

  • უკვე მეორე წელია ვცხოვრობ ,,სასტუმრო საქართველოს" შენობაში, სადაც ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. გუშინ სამეზობლო შეკრება გვქონდა და ვლაპარაკობდით კორპუსის პრობლემებზე, რომლებიც უხვადაა. მოსახლეები მძიმე პირობებში და გაურკვეველი მომავლის ქვეშ ცხოვრობენ, 30 წლის წინ დასახლებულები, დღემდე უკანონოდ შეჭრილების სტატუსით სარგებლობენ, კუსტარული ელ.გაყვანილობა, არა სახანძრო კიბე, დაცულობა, ბუნებრივი აირი და ა.შ.

საუბარი ჩამოვარდა არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ არაერთხელ დადებულ და რა თქმა უნდა არ შესრულებულ პირობებზე. შუა საუბარში ახსენეს ნიკა რურუა. იდეოლოგიურად სხვადასხვა ბანაკში ვიყავით მუდმივად, სადაც შევხვედრივართ ძალიან მწვავედ გვიკამათია, მაგრამ იქ მოსმენილმა ამბავმა გულწრფელად გამახარა.

რურუა 2016 წელს მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ჩვენს კორპუსში ვიზიტის დროს რურუამ დადო პირობა, რომ დააყენებდა დაცულ კარებს ფოიეში და ძალიან დაზიანებულ სადარბაზოს შეაკეთებდა.

რურუა დამარცხდა არჩევნებში.

უცნაური ის იყო, რომ რამდენიმე კვირაში დამარცხებული ნიკა რურუა მოადგა კორპუსს, საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟა რკინის კარი ჩამკეტი მოწყობილობით და გაარემონტა სადარბაზო.

ჩვენთვის უჩვეულო შემთხვევაა დამარცხებული კანდიდატისგან, რომლებიც ტრადიციულად ხმების გაყიდვაში ადანაშაულებენ ამომრჩეველს, უმადურობაში ან სიბრიყვეში.

გუშინვე, მინდოდა მომეყოლა ეს ამბავი თქვენთვის და რატომღაც შევიგვიანე, მაგრამ დღეს ვამბობ. მსგავსი ქცევა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, რისი დეფიციტიც მუდმივად არის ქართულ პოლიტიკაში.

შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი, არ ეთანხმებოდე, გეზიზღებოდეს კიდეც, ეკამათებოდე, აკრიტიკებდე, მაგრამ აფასებდე მის უნარს მოუსმინოს უმძიმეს კრიტიკას და აფასებდე მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტს" - წერს ირაკლი კუპრავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42