საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ მეთოდს QR გადახდებს ნერგავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:32, 05 Dec, 2018     2072

მთელი საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ გადახდის სისტემას - QR PAY-ს ნერგავს. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის.

იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ QR-ით სარგებლობა, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და სრულიად უფასოდ ჩაერთონ QR PAY-ს გადახდის სისტემაში. ამასთან, ისინი უნდა ფლობდნენ საქართველოს ბანკში მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს, ეროვნულ ვალუტაში. მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ს გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

რაც შეეხება მომხმარებელს, QR PAY-თ გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილ ბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR PAY-თ გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილ ბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. მიმდინარე ეტაპზე უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია QR PAY-თ გადახდა შესაძლებელი, მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. მომხმარებელს QR-ის ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.

„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს, განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

მომხმარებლების წახალისების მიზნით საქართველოს ბანკი QR გათამაშებასაც იწყებს! იმ მომხმარებელს თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის QR PAY-თ, შესაძლებლობა აქვს მოიგოს 2 კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 16 გამარჯვებული. QR PAY-თ პროდუქციის თუ მომსახურების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც განთავსებულია QR PAY-ს მანიშნებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრებს: გათამაშებასთან დაკავშირებით: 032444 444; QR PAY-ს მხარდაჭერის სამსახური: 032 444 490, ან მიმართოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42