"მიწისქვეშა გადასასვლელში დგას უკვე 1 წელია, დგას და ყიდის ხან ვაშლებს, ხან მანდარინებს, ხან ლიმონს 1 ლარად... ყველას ხელის კანკალით და ცრემლიანი თვალებით აწვდის თავის ხილს"
სოც.მედია - 11:13, 05 Dec, 2018     8301
სოციალურ ქსელში ნაია აბაშიძე ვარკეთილის მიწიქვეშა გადასასვლელში მდგარ ბაბუს შესახებ წერს, რომელიც ხან ვაშლებს, ხან მანდარინებს და ხან ლიმონს 1 ლარად ყიდის.

"ვარკეთილის მიწისქვეშა გადასასვლელში დგას ეს ადამიანი უკვე 1 წელია, დგას და ყიდის ხან ვაშლებს, ხან მანდარინებს, ხან ლიმონს... 1 ლარად. არვიცი ადამიანმა როგორ უნდა ჩაუარო გულგრილად ერთხელ მაინც. მთელი დღე დაუღალავად დგას წელში მოხრილი და ყველას ხელის კანკალით და ცრემლიანი თვალებით აწვდის თავის ხილს. ადამიანი ერთ ლიმონსაც რომ იყიდის მისგან, მისი ლოცვა იმ ადამიანის მიმართ ყველას ესმის ამ მიწისქვეშა გვირაბის დამთავრების ბოლომდე. 2 წლის ბავშვივით უხარია თითოეული ლიმონის გაყიდვა, გეგონება ისეთ სიკეთეს უკეთებდე...ენით აღუწერელს.
დღეს მივედი და გარკვეული თანხა მივეცი, რომელიც ისე არ აიღო თუ მანდარინს არ ავიღებდი. დაიწყო ბავშვივით ქვითინი ამხელა ადამიანმა, ჩემზე მილიონჯერ მეტის მნახველმა და გამგონმა და ვეკითხები რამე გჭირდებათ სხვათქო კიდე? სახლი თუ გაქვთ-მეთქი? და მოუმატა უფრო ტირილს მე სოხუმში ვინღა დამაბრუნებსო? ყველაფერი იქ დავტოვეო, შვილით და შვილიშვილით მოვდიოთ, ერთადერთი ძროხა მომყავდაო თოთო ბავშვისთვისო, შიმშილით როარ მომკვდარიყოვო და ისიც რუსებმა წაგვართვეს, ძლივს ჩამოვიყვანეთ ბავშვი ცოცხალიო. ეს რა გამახსენდაო და ტიროდა გაუჩერებლად. განა რამდენი ტკივილის მოთმენა შეუძლია ადამიანს და როცა ამხელა მოუშუშებელი ტკივილი გაქვს გულში და ამხელა სევდით ცხოვრობ, ბედნიერი ხომ ვეღარასდროს იქნები, მაგრამ იქნებ ყველა ვინც ამ ადგილას ჩაივლით ცოტათი მაინც დაეხმაროთ და შეუმსუბუქოთ თქვენც ამ ადამიანს ტკივილი. სამას არაგველზე უცხოვრია სადღაც, შვილიშვილებს ვუვლიო, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ის მაინც ვუზრუნველყოთ რომ მშივრები მაინც არ იყვნენ? თითო ლარით, ან იმით რითიც შეგვიძლია. თუნდაც ერთი ლიმონის ყიდვით გავახაროთ. თქვენ ვისაც ეს ადამიანი არ გინახავთ, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ემოციებით არის სავსე და ყველა გამვლელს როგორ ეფერება იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი კეთილად განწყობილნი ამ ადამიანის მიმართ. ვერ წარმოიდგენთ როგორ დგას წელში მოხრილი და ცხოვრებისგან დაჩაგრული. რამდენი ადამიანია ასეთი გულნატკენი ცხოვრების დაუნდობლობისგან. რამდენ ადამიანს წაართვა ცხოვრება რუსეთმა? რამდენი ადამიანია კიდე ასეთ დღეში საქართველოში და ვინმე ეხმარება მათ გარდა კეთილი ადამიანებისა, რომლებიც მცირედ მოწყალებას გასცემენ მის მიმართ? რა უნდა ქნას განა ამხელა კაცმა ფეხზე ძლივს რომ დგას რომ გადარჩეს?
გთხოვთ დააკვირდით მას და მის სახეს, ამხელა ტკივილის ნახვა სად შეგიძლიათ სხვაგან?" - წერს ნაია აბაშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42