14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჩატარდება აქცია პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები თავისუფლებისთვის“.
აქცია დაკავშირებულია აივ პოზიტიური ადამიანის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტზე, რა დროსაც მსხვერპლი უკანონოდ იქნა დაკავებული. მასზე განხორციელდა უკანონო იძულებითი ღონიძიებები, იძულებითი სამედიცინო მანიპულაციები, ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, რისი მიზანიც იყო პოლიციასთან თანამშრომლობა.
მსხვერპლი დაკავებული იყო 32 საათის განმავლობაში, რა დროსაც მას არ მიეწოდებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატები. ფაქტი გასაჩივრებულია შსს-ს გენერალურ ინსპექციაში, რასაც რეაგირება დღემდე არმოჰყოლია.
პოლიციელთა მიერ შედგენილია ყალბი ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც მსხვერპლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტზე. უფლებების დაღვევის ფაქტზე მასალები გადაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატში.
მასალის გამოყენების პირობები






